ლუი ვან გაალის შემდეგი შენაძენი მემფის დეპაი იქნება?

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრებისა და პსვ-ს ახალგაზრდა ტალანტი მემფის დეპაი ირიბად მიანიშნებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რომ "ოლდ ტრაფორდზე" სიამოვნებით ითამაშებდა. ზაფხულში მანჩესტერელებს 21 წლის შემტევის გამოსყიდვის კარგი შანსი ექნებათ და ეს ვარიანტი მით უფრო რეალური იქნება, თუ ლუი ვან გაალი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.

სამაგიეროდ, შემცირდა მაურო იკარდის ხელში ჩაგდების შანსი. არგენტინელს, "მანჩესტერის" გარდა, ლონდონის "არსენალი" და "ჩელსიც" უტრიალებენ, მაგრამ მილანის "ინტერმა" თავისი პოზიცია დააფიქსირა - იკარდი არ იყიდებაო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული