ფაქტია, ალექსის სანჩესის თამაში ისეთი აღარ არის, როგორც წინა წელს იყო. ზოგი ამას ტრავმას აბრალებს, ზოგიც... მესუთ იოზილის დაბრუნებას, ვისთანაც ჩილელს თითქოს, უთანხმოება ჰქონდა. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ მაშინ არსენ ვენგერი უფრო იოზილს მიემხრო.
გერმანელის დაბრუნების შემდეგ, გუშინდლამდე ალექსის სანჩესს 7 მატჩში არც ერთი გოლი არ გაეტანა, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე პასი იყო.
კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით: ფრანსუა კოკლენი, მას მერე, რაც სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა, ანუ დეკემბრის მერე, ბურთის ართმევებსა და ჩაჭრებში პრემიერლიგაში პირველია (38), ვარდნებში კი - მეორე (39). ასე რომ, ვენგერი სწორად მოიქცა, როდესაც ეს ნახევარმცველი დაიტოვა და იანვარში არ გაანათხოვრა სხვა კლუბში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"