10:52 06-03-2015
"მანჩესტერ სიტი": როტაცია თუ სადამსჯელო კამპანია?
AutoSharing Option
ჩილელი კი ამბობს, ზეწოლას ვერ ვგრძნობ და სიტუაციის დრამატიზებას ტყუილად ცდილობთო, მაგრამ ფაქტია, რომ "ქალაქელთა" ბანაკში ყველაფერი მწყობრში არ არის.
აუტსაიდერ "ლესტერთან", რომელიც უკვე გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება, მანჩესტერელებმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვეს (2:0), მაგრამ უფრო საინტერესო ის გახლდათ, რომ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ კაპიტანი ვენსან კომპანი, გაელ კლიში და პაბლო საბალეტა. პელეგრინიმ მთელი დაცვა გადაახალისა.
შეცვლაზე 5 წუთით შემოისეირნა ედინ ჯეკომაც. ახალწვეული უილფრიდ ბონი პირველად იყო ძირითადში, მაგრამ ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მის ნაცვლად გამოსულმა ჯეიმს მილნერმა შეაგდო. პელეგრინი ამ ყველაფერს საჭირო როტაციით ხსნის.
პრესაში კი ვრცელდება ცნობები, რომ დიეგო სიმეონე "სიტიში" მუშაობით დაინტერესებულია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული