"მანჩესტერ იუანიტედი" რაჯა ნაინგოლანში 40 მლნ ევროს გადახდას აპირებს

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი "მანჩესტერ იუნიატედის" ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამის შესახებ La Gazzetta Dello Sport იუწყება.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ტრანსფერში 40 მლნ ევრო გადაიხადოს, ხოლო თავად ბელგიელ ფეხბურთელს წელიწადში ხელფასად 4 მლნ ევრო შესთავაზოს.

თუმცა, "იუნაიტედი" ერთადერთი კლუბი არაა, ვისაც ნაინგოლანის გადაბირება სურს. 26 წლის ფეხბურთელით მეორე მანჩესტერული გუნდი - "სიტიცაა" დაინტერესებული.

თავის მხრივ არც "რომაა" გულხელდაკრეფილი და რაჯას კონტრაქტის გახანგრძლივებას და ხელფასის მომატებასაც სთავაზობს, რომელიც ამჟამად 1,8 მლნ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ნაინგოლანზე სატრანსფერო უფლებებს
თანაბრად ფლობენ "რომა" და "კალიარი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული