"მანჩესტერ სიტიში" აირია თამაშიც და სიტუაციაც

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, "ლესტერთან" შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობა უბრალო როტაციის მიზნით არ გადახალისებულა და ამას სულ სხვა მიზეზი ჰქონდა, თანაც არცთუ სახუმარო:

სამი დღით ადრე "ქალაქელებმა" "ლივერპულთან" წააგეს და ამ შეხვედრის შესვენებაზე მანჩესტერელთა კაპიტანს, ვენსან კომპანის ბრაზილიელ საყრდენთან, ფერნანდინიოსთან სერიოზულად უჩხუბია. ბელგიელი მაშინაც არ დამშვიდდა, როდესაც საქმეში "სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჩაერთო და მხარეების დაშოშმინება სცადა.

საქმე კინაღამ ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. "ლესტერთან" ფერნანდინიო საერთოდ განაცხადში არ გახლ
დათ, ხოლო კომპანი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. აკმარებს თუ არა ჩილელი სპეციალისტი მოჩხუბრებს ერთმატჩიან სასჯელს და დააბრუნებს თუ არა დასჯილ მოთამაშეებს "ბარნლისთან" შეხვედრაში, ამას ერთად ვნახავთ. ფაქტია, "სიტის" თამაშიც აერია და სიტუაციაც.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ თავად პელეგრინი სტევან იოვეტიჩთან არის ნაჩხუბარი. მონტენეგროელმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა. მას მერე ისიც აღარ ჩანს შემადგენლობაში.

"იოიოს" წასვლა გადაწყვეტილი ჩანს და მასთან მოლაპარაკებას "ინტერი" ცდილობს. მილანელთა თავკაცი რობერტო მანჩინი თავისი ყოფილი კლუბიდან რამდენიმე მოთამაშის წაყვანას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული