"ლივერპულის" სატრანსფერო მიზნები

AutoSharing Option
"ლივერპული" ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომელსაც შეტევაში თამაში ან თავდასხმის აქტიურად დახმარება შეუძლია. მერსისაიდელები, ზოგადად, ყველა რგოლის გაძლიერებაზე ფიქრობენ და კანდიდატებიც შეუგულებიათ.

ერთ-ერთი მათგანი რომის "ლაციოს" ბრაზილიელი მოიერიშე ფელიპე ანდერსონია, რომელიც ჯამში, ძალიან კარგ სეზონს ატარებს, თუ ოჯახური პრობლემების გამო მის მიერ ჩაგდებულ მონაკვეთს არ ჩავთვლით. ვნახოთ, რამდენს დააფასებს "ბიანკოჩელესტი" 21 წლის მოთამაშეს.

პარალელურად, "ენფილდის" ბინადრები "სტადიო ოლიმპიკოს" მკვიდრი მეორე გუნდის, "რომას" მირალემ პიანიჩს ეპოტინებიან, თუმცა, ამ მხრივ, "ლივერპულს" შემცილებლები არ აკლია. უკანასკნელ პერიოდში 24 წლის პიანიჩთან დაკავშირებით ძალიან გააქტიურდა "პარი
სენ-ჟერმენი".

ამასობაში, ჯორდან ჰენდერსონმა იმაზე ისაუბრა, რომ კლუბის მომავალი კაპიტანი შესაძლოა, სულაც არ ვიყო, უბრალოდ, ერთ-ერთი ვარ სხვა ღირსეულ კანდიდატებს შორისო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული