"უნდა თუ არა ეს "სიტის", მათი მდგომარეობა ახლა ასეთია - ეს "ვირთხების რბოლაა" და ისინი ოთხეულისთვის ბრძოლის მონაწილეები არიან" - განაცხადა ჰოლანდიელმა.
"წითელმა ეშმაკებმა" "ტოტენჰემი" გაანადგურეს და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან გაზარდეს სხვაობა. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებული მაიკლ კერიკი გოლს პლუს პასით გამოირჩა. გაიტანა და ორიგინალურად აღნიშნა უეინ რუნიმაც და რაც მთავარია, შეუდარებელი იყო მარუან
"აშკარაა, რომ "მანჩესტერმა" უკეთ ითამაშა, ბევრი პოზიტივი დავინახე. ყველაზე სასიამოვნო ის გახლდათ, თუ როგორ წამოუდგნენ ფეხზე და ოვაციებით გააცილეს მარუან ფელაინი" - ასე შეაფასა შეხვედრა ფილ ნევილმა.
"ასეთ გამარჯვებას დიდი ხანი ველოდით და ორმაგად სასიხარულოა, რომ მსგავსი კარგი თამაში უმნიშვნელოვანეს მატჩში, უშუალო კონკურენტთან, ისეთ ძლიერ გუნდთან ვაჩვენეთ, როგორიც "ტოტენჰემია". ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არც ეს არის ჩვენი მაქსიმუმი და ბევრად მეტი შეგვიძლია. მთავარია, რომ გუნდურად ვითამაშეთ, ეს ყველაზე სასიამოვნოა. ასევე უნდა გავაგრძელოთ.
"არსენალთან" მარცხის მერე ძალიან შემართულები ვიყავით. ის შეხვედრა ჩვენით წავაგეთ. ამ გამარჯვებამ კი, შესაძლოა, ფანტასტიკური მოტივაცია და მუხტი მოგვცეს" - გვითხრა 63 წლის სპეციალისტმა.
მუდმივად "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების არასტაბილურობაზე გვიწევს საუბარი, არადა, ავად თუ კარგად, მანჩესტერელების შედეგები დამაკმაყოფილებელზე მეტიც კი არის - პრემიერლიგის უკანასკნელი 19 თამაშიდან გუნდმა 13 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო.
სათქმელია, რომ "არსენალთან" მარცხის შემდგომ "დეზებთან" მატჩამდე უეინ რუნიმ თანაგუნდელებს ერთგვარი "კრება" დაუნიშნა და მათ ცალკე გაესაუბრა, მწვრთნელის გარეშე. ვან გაალს ამაზეც ჰკითხეს.
"მე ამ შეკრებაზე იმიტომ არ ვიყავი, რომ კაპიტანს თავისი პრივილეგიები და ფუნქცია აქვს. ბიჭებმა იცოდნენ, რომ "ტოტენჰემთან" შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როდესაც კაპიტანს შეუძლია რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც გუნდსა და მწვრთნელს დაეხმარება, ამაში არაჩვეულებრივი არაფერია" - დასძინა ვან გაალმა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" შემდეგ ტურში "ლივერპულს" სტუმრობს და თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს სატურნირო მდგომარეობის მხრივ და რამდენად გამორჩეული დუელია ისტორიული კუთხითაც, ამას განმარტება ალბათ არ სჭირდება. ასოციაციის თასის ერთ მატჩსაც თუ მივათვლით, "ენფილდზე" ბოლო 7 ოფიციალური ვიზიტიდან მანჩესტერელებმა 5 დათმეს, ოდენ ერთხელ იმარჯვეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.
"საკუთარ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და შემდეგი მატჩი ლივერპულში გვაქვს. ვიცი, რომ ბოლო წლებში "მანჩესტერი" იქ არც ისე ხშირად იგებდა. ამ მატჩისთვის ჩვეული შემართებით ვემზადებით" - აღნიშნა ვან გაალმა.
"ტოტენჰემის" დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო კი ძალიან უკმაყოფილო იყო თავისი შეგირდების თამაშით და ამბობდა, პირველი გოლის მერე ყველაფერი დამთავრდა, თითქოს ბიჭებმა თამაში შეწყვიტესო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"