ასი მილიონი სტერლინგი ერთის სანაცვლოდ

AutoSharing Option
რაჰიმ სტერლინგმა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელისგან, მანუელ პელეგრინისგან კომპლიმენტები მიიღო.

20 წლის შემტევს, რომელიც უკვე ინგლისის ნაკრებშიც დამკვიდრდა, ბოლო წლებში საგრძნობი პროგრესი აქვს და ცხადია, საყოველთაო ყურადღებას იქცევს.

"ლივერპულს" რამდენიმე ფეხბურელთან აქვს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული პრობლემა და ერთ-ერთი მათგანი სტერლინგია, მხარეები ფინანსური კუთხით ვერ თანხმდებიან. ამიტომაც რაჰიმი რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს და პირველ რიგში - "ქალაქელებს".

"შესაძლებელია თუ არა სტერლინგის დამატება? შესაძლოა, თუ ლივერპულში 100 მილიონი სტერლინგით ჩახვალ" - აღნიშნა პელეგრინიმ.

სრულყოფილი მილნერი
"მანჩესტერ სიტის" მსგავსი პრობლემა ჯეიმს მილნერთან მიმართებაში აქვს. მხარეები
ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან და "ქალაქელების" რიგები, შესაძლოა, ერთ-ერთმა ყველაზე საიმედო, სტაბილურმა და პროდუქტიულმა ფეხბურთელმა დატოვოს. პელეგრინი მილნერზეც ძალიან მაღალი წარმოდგენისა ყოფილა, მაგრამ გარანტიას ვერ იძლევა, რომ 29 წლის ნახევარმცველი "სიტიში" დარჩება.

"გუნდს უნდა, რომ მილნერი დარჩეს და ჯეიმსსაც სურს დარჩენა, მაგრამ შესაძლოა, მას მეტი სათამაშო დრო უნდა, რისი გარანტიაც არ არსებობს. მესმის მისი, მილნერის ნომერ პირველი ფანი ვარ. მიპოვეთ უფრო სრულყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი. არიან მოთამაშეები, რომლებიც ტექნიკურად სჯობნიან, არიან უფრო სწრაფები?

დიახ, არიან ისეთებიც, რომლებიც თავით უკეთ თამაშობენ... მაგრამ მაჩვენეთ ფეხბურთელი, რომელსაც ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად შეუძლია და ისე კარგად აქვს კომბინირებული და დაბალანსებული, როგორც მილნერს. ასეთი მოთამაშე არ არის" - განაცხადა პელეგრინიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული