"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები 19 წლის გოგონას ჯგუფურ სექსს სთავაზობდნენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლის ფეხბურთელებმა თანატოლ გოგონას 10 ათასი ფუნტის სანაცვლოდ ჯგუფური სექსი შესთავაზეს. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება. კელი მაკკინის თქმით, ასეთი წინადადებით მას ანდრეას პერეირამ და პადი მაკნეირმა მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

გოგონა ამტკიცებს, რომ პერეირამ მას ყურადღება "ტვიტერში" მიაქცია, ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" საშობაო სადღესასწაულო საღამოზე მიიპატიჟა. გოგონამ პირადად სწორედ იქ გაიცნო ანდრეასი და მისი მეგობარი პადი. ღონისძიების დასრულების შემდეგ გოგონამ პერეირასგან ტექსტური შეტყობინება მიიღო, სადაც ფულის სანაცვლოდ, მასა და მაკნეირთან უფრო ინტიმურ გარემოში გართობას
სთავაზობდა.

"ლამის სკამიდან გადმოვვარდი, როდესაც 10 ათასი ფუნტის სანაცვლოდ სექსი სამში შემომთავაზა. რაოდენ გარყვნილი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო? მე ასეთი სრულებით არ ვარ და ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია", - აქვეყნებს კელის ნათქვამს გამოცემა.

პირველი მესიჯის შემდეგ გოგონას უცდია, დაეზუსტებინა, თუ რას გულისხმობდა ახალგაზრდა ბრაზილიელი. ამ უკანასკნელსაც უმალ მოუწერია: "სექსი სამში. ჩვენ შენზე ვიზრუნებთ. გინდა? მითხარი, რამდენს ითხოვ. მზად ვართ, გადავიხადოთ 5-5 ათასი თითოეულმა".

მაკკინის თქმით, მან კატეგორიული უარით გაისტუმრა პერეირა, თუმცა მარტის დასაწყისში ანდრეასი კვლავ დაუკავშირდა და ამჯერად უფრო დიდი თანხა შესთავაზა...

ანდრეას პერეირას დებიუტი პრემიერლიგაში გასულ ტურში, "ტოტენჰემთან" შეხვედრაში შედგა. 19 წლის პადი მაკნეირი პირველი გუნდის განაცხადში კარგა ხანია, თებერვალში კი მან კლუბთან ახალი კონტრაქტი 2017 წლამდე გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას გავს ეს ჩემისა
ვიში
11:27 21-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული