ლუი ვან გაალი მილიონ ფუნტს მიიღებს, თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ბონუსის სახით მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი მისი გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ნაჩვენები შედეგებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ამის შესახებ Daily Star-ი წერს.

ვან გაალმა "წითელ ეშმაკებთან" სამწლიანი კონტრაქტი 2014 წელს გააფორმა, რომლის თანახმად, მისი წლიური ხელფასი ხუთი მილიონი ფუნტია.

გამოცემის ცნობით, 63 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დაიყოლია ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებულიყო ბონუსი იმ შემთხვევისთვის, თუკი პრემიერლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც" მოხვდებოდა.

პრემიერლიგის 30 ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 59 ქულით
სატურნირო ცხრილში მეოთხეა და უახლოეს მდევარ "ლივერპულს" ხუთი ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული