ჟოზე მოურინიო: ტიტულისთვის "ჩელსის" 9 მატჩში 6 მოგება და ერთი ფრე სჭირდება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პრემიერლიგის 31-ე ტურში, "სტოკთან" შეხვედრას მიეძღვნა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ინგლისის პირველობაზე ტიტულისთვის ბრძოლის შესახებ გამოთქვა აზრი.

"ჩემპიონატის მოსაგებად "ჩელსის" 9 მატჩში 6 მოგება და ერთი ფრე სჭირდება. ასეთ ვითარებაში ყოფნას ნებისმიერი კლუბი ინატრებდა.

თუკი ჩემპიონის ტიტულს ბოლო სათამაშო დღეს მოვიპოვებთ, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. ახლა კი არ ვფიქრობ, როდის და როგორ შეიძლება ეს მოხდეს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს კლუბის "ტვიტერი".

30 ტურის შემდეგ "ჩელსი" სატურნირო ცხრილს 67 ქულით ლიდერობს,
"სტოკ სიტისთან" შეხვედრას კი მოურინიოს გუნდი 4 აპრილს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული