ლონდონის "არსენალი" 16 წლის არგენტინელის გადაბირებას აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" არგენტინული "ველესის" 16 წლის თავდამსხმელის, მაკსიმილიანო რომეროს გადაბირებას აპირებს.

არგენტინელმა ახალგაზრდამ სულ ახალახან დაიწყო გუნდის ძირითად შემადგენლობასთან ერთად თამაში. მან მხოლოდ რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"მეთოფეები" ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 80 პროცენტში 6 მილიონ ევროს იხდიან. გარიგების პირობების თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში რომერო "ველესში" იჯარის წესით ითამაშებს.

"მაკსის დიდი პოტენციალი აქვს. ლონდონში ვიყავი, რომ "არსენალთან" შეთავაზება განმეხილა, შემდეგ კი "ველესის" პრეზიდენტთან წავედი.

ლონდონელები ჩვენს პირობებზე თანახმანი არიან. მაკსი არგენტინაში უახლოესი ორი წელი დარჩება.

ლონდონში ორჯერ შევხვდი ვენგერს.
მასთან და მის ასისტენტთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება. მათ მაკსის შესახებ საკუთარი სკაუტებისგან შეიტყვეს, რომლებიც ამერიკაში ჰყავთ", - თქვა ფეხბურთელის აგენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული