"ჩეხი მხოლოდ მოთამაშე კი არა, კლუბის ნაწილია. "ჩელსიში" გატარებული ათი წლის განმავლობაში მან ბევრი ნახა, გადაიტანა აღმავლობა და დაცემა, გაიღო ყველაფერი მოედანზე. თავის მხრივ, ვალში არც "ჩელსი" დარჩენილა. ის კვლავაც კლუბში აგრძელებს მუშაობას და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს Daily Mail-ი.
როგორც ჩანს, "ჩელსის" არ სურს, მეზობლების გაძლიერებას ხელი შეუწყოს. ამასთან, ლონდონელები 32 წლის მეკარის არც
"ჩეხი კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მისი დამატება ჩვენთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ "ჩელსიდან" გვირჩიეს, რომ ამაზე ფიქრში დრო ტყუილად არ დავკარგოთ", - აქვეყნებს "არსენალის" ერთ-ერთი წარმომადგენლის ნათქვამს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.