"მანჩესტერ იუნაიტედი": ვან პერსი მიდის, კავანი მოდის?

AutoSharing Option
ინგლისური ჟურნალ-გაზეთების ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გაიყიდება.

31 წლის ჰოლანდიელს მძიმე სეზონი გამოსდის, რაც ტრავმების ბრალიც არის. თითქოს მას თანამემამულე ლუი ვან გაალთან ურთიერთობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამბობენ, რომ ამ მხრივაც ვერ არის ყველაფერი რიგზე.

"წითელ ეშმაკებს" უკვე შემცვლელიც შეუგულებიათ - ედინსონ კავანი. არც ისე მცირე შანსია, რომ ურუგვაელი "პარი სენ ჟერმენიდან" წამოვიდეს, "მანჩესტერისთვის" კი ფული პრობლემას არ წარმოადგენს. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები ზაფხულში, სულ ცოტა, 150 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებენ.

თუმცა მანჩესტერელებს კონკურენტები ჰყავთ ტურინის
"იუვენტუსისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" სახით, იტალიურ გრანდს დიდი ხანია კავანი აინტერესებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული