"ტოტენჰემი": მაურისიო პოჩეტინო წმენდას იწყებს

AutoSharing Option
"ტოტენჰემში" ზაფხულში ბევრი ცვლილება იქნება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდში სიტუაციის დალაგება აქვს გადაწყვეტილი და არაერთი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, წამსვლელთა სიის სათავეში ემანუელ ადებაიორია, 31 წლის თავდამსხმელს დიდი ხანია "დეზთა" ბანაკში აერია საქმე. თუმცა თავად ტოგოელი სოციალურ ქსელში წერს, შემადგენლობაში დაბრუნებას ვაპირებ, ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლებ და მჯერა, შანსი მომეცემაო. გასაშვებთა რიგებში მოხვდნენ 29 წლის იუნეს ქაბულიც, 26 წლის ეტიენ კაპუც და ასევე, 26 წლის პაულინიოც.

ამბობენ, რომ წამსვლელი კიდევ რამდენიმე მოთამაშეა, მაგრამ მათი ვინაობა აღარ კონკრეტდება. ამაზე ვერსიებსა და
ჭორებს, ისევე, როგორც პოჩეტინოს სასურველი ფეხბურთელების სიას, ალბათ, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

ისე კი, პოჩეტინო "ბარნლისთან" უგოლო ფრის მერე ისეთი გულგატეხილი იყო, რომ უკვე ხელიც კი ჩაიქნია - აღარ მგონია, ამ სეზონში ოთხეულში შესვლა შევძლოთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული