2011 წელს ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს რომანი თავისი ძმის ცოლთან, ნატაშასთან ჰქონდა. ღალატის გამო რაიანს ცოლი გაეყარა, როდრიმ კი მას არაკაცი უწოდა და ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.
გამოცემა The Sun-ის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ რაიანმა კიდევ ერთხელ სცადა ძმასთან შერიგება და როგორც ირკვევა, ამჯერად როდრი დაითანხმა პაბში ერთად შესვლაზე.
მიუხედავად ამისა, შერიგებამდე ჯერ კიდევ შორიაო, - წერს გამოცემა.