ესპანური ტელეარხის La Sexta-ის ცნობით, ესპანელი გოლკიპერი "სამეფო კლუბის" უმთავრესი სამიზნეა და ახლახან გამართული მოლაპარაკებების დროს 24 წლის დე ხეამ მადრიდელებს თანხმობა უთხრა.
ახლა "რეალს" უშუალოდ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოუწევთ მოლაპარაკება, რათა ტრანსფერი შედგეს.
შეგახსენებთ, რომ დე ხეა მანჩესტერულ გრანდში "ატლეტიკოდან" 2011 წელს გადავიდა. მის აქტივში მანკუნიანელთა გუნდში ჩატარებული 170 ოფიციალური მატჩია. თუ ტრანსფერი გამოვიდა, მას "რეალში" იკერ კასილიასის, კეილორ ნავასისა და ფერნანდო