პრემიერლიგა. XXXII ტური: რაღა რჩება ტიტულამდე, "არსენალი"? [VIDEO]

AutoSharing Option
* ჰარი კეინი "ტოტენჰემის" პირველი ფეხბურთელია გარი ლინეკერის შემდეგ, ვინც სეზონში 30 გოლი გაიტანა.

* დავიდ სილვა სტადიონიდან საავადმყოფოში მოხვდა, სავარაუდოდ, გატეხილი ყბის ძვლით.

* ლუი ვან გაალის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონში საუკეთესო მატჩი ითამაშა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" "სტემფორდ ბრიჯზე" ბურთის ფლობა 70% ჰქონდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს თქმის არ იყოს, თუნდაც 99% ჰქონოდა, მთავარი სხვა რამ არის. დიახ, მთავარი ტაბლოა, ყოველ შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში სწორედ ის შედეგი აისახება, რაც ტაბლოზე ფიქსირდება, იქ კი მაიკ დინის საფინალო სასტვენის მერე "ჩელსის" სასარგებლოდ 1:0
ენთო.

"წითელ ეშმაკებს" მომენტებიც ჰქონდათ და ლუი ვან გაალის აზრით, სეზონის საუკეთესო მატჩიც ჩაატარეს, მაგრამ თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს. ჰოლანდიელი სპეციალისტი მსაჯობითაც უკმაყოფილო დარჩა. ის იმდენად გაბრაზებული გახლდათ, რომ ჟურნალისტსაც უბღვერდა, თითქოსდა, ერთ ეპიზოდში არბიტრს ჯარიმა რომ დაენიშნა, რომელიც იყო, "ლურჯების" საგოლე შეტევა აღარ იქნებოდაო. გარდა ამისა, ბოლოსკენ "იუნაიტედი" პენალტს ითხოვდა.

გამარჯვებისა კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატმა ედენ აზარმა გაიტანა, მას მერე, რაც მშვენივრად შეიჭრა საჯარიმოში და ფეხებშუა გაუტარა დავიდ დე ხეას. თუმცა ამ შეტევის მთავარი მშვენიერება ოსკარის ქუსლური პასი გახლდათ. სხვათა შორის, აზარს კიდევ შეეძლო გატანა, როდესაც ხარიხას გაარტყა. დე ხეამ კი ერთი სახალისო მომენტიც გვისახსოვრა - უეინ რუნის დარტყმის მერე ბურთი გარედან მოხვდა ბადეს და ზოგს გოლი ეგონა, მათ შორის, ესპანელ გოლკიპერსაც, რომელმაც გემრიელად იზეიმა, მაგრამ გზად მიხვდა, რომ ამაოდ.

"ჩელსის" კენწეროდან ჩამოგდება ისედაც რთული გახლდათ და მით უმეტეს ახლა ეს ფანტასტიკის სფეროდანაა. შემდეგი გაჩერება მოურინიოს არსენ ვენგერთან აქვს, რომელთანაც არასოდეს წაუგია პრემიერლიგაში და თუ ამჯერადაც არ დამარცხდება, შეიძლება, უკვე მივულოცოთ ჩემპიონობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირის მატჩები
"იუნაიტედის" თანაქალაქელმა "სიტიმ" ამ ყველაფრით ისარგებლა და კრიზისში მყოფი "ვესტ ჰემი" ძალიან ადვილად დაამარცხა. "ჩაქუჩების" ავტოგოლს სერხიო აგუერომ მიაყოლა თავისი მორიგი ბურთი - მიმდინარე პრემიერლიგაში მე-20 და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. დავიდ სილვას კი შეიხუ კუიატესგან მოხვდა და შესაცვლელი შეიქნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მალევე კუნს ჰარი კეინი დაეწია, რომელმაც "ნიუკასლს" მატჩის მიწურულს გაუტანა და უგოლო პაუზა შეწყვიტა. იქამდე გარკვეული შესვენების მერე თავი კრისტიან ერიკსენმაც გამოიჩინა.

არადა, პირველი წრის მატჩისა არ იყოს, "კაჭკაჭებმა" შესვენებისთანავე გაიტანეს. მაშინაც ასე იყო, "ნიუკასლის" ფეხბურთელები მინდორზე გამოვიდნენ თუ არა, რამდენიმე წამში გაათანაბრეს, მაგრამ იმავე სცენარით შეხვედრა აღარ გაგრძელდა და ჯორდების გამარჯვების ნაცვლად, "დეზების" ზეობა ვიხილეთ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა დამსახურებულად იმარჯვა და ევროზონაში რაც შეიძლება მაღალი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.

სხვები
მარკ ჰიუზმა "სტოკის" სათამაშო სტილი გარდაქმნა და ამან დადებითთან ერთად, ისიც მოიტანა, რომ დაცვაში გუნდი იმდენად უშეცდომო ვეღარ არის და საკუთარ კედლებში ამ სეზონში მხოლოდ 4-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. მართალია, სტოკელები უშვებენ და ამჯერადაც გაუშვეს, რის გამოც პირველი ტაიმი წააგეს "საუთჰემპტონთან", მაგრამ "ბრიტანიაზე" თამაში ისევ ძალიან ძნელია, რისი დასტურიც "სტოკის" საბოლოო გამარჯვებაა - მამე ბირამ დიუფმა მეორე ნახევრის დებიუტში, ხოლო ჩარლი ადამმა მის მიწურულს თავი გამოიჩინეს და "წმინდანები" დამარცხდნენ.

სხვათა შორის, ჰიუზის ბიჭებმა მეტოქის კარში ზუსტად ორჯერ დაარტყეს და ორივეჯერ გაიტანეს, ხოლო "საუთჰემპტონმა" ყველაფერ "სიკეთესთან" ერთად, ტრავმის გამო ტობი ალდერვეირელდი დაკარგა; თუ რამდენი ხნით, ამას ექიმები გვეტყვიან.

პირველ ექვს ადგილს პრემიერლიგაში ევროსაგზურები გარანტირებული აქვს. აი, გავა თუ არა ევროპალიგაზე მე-7-ადგილოსანი(ც), ეს იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ მოიგებს ასოციაციის თასს. ასე რომ, რონალდ კუმანის ბიჭები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან არის საფრთხე, რომ მე-7 ადგილი ევროპალიგაზე ვერ გავიდეს.

"ლესტერი" იმ ადამიანივით არის, უკვე დაძრულ ტრანსპორტს რომ ეწევა, მაგრამ მოასწრებს თუ არა შემოხტომას, ჯერ კიდევ უცნობია. "მელიებმა" მე-8 ადგილით თავმომწონე "თეთრი გედები" საკმაოდ ადვილად მოინელეს და სეზონში პირველად მოახერხეს მიჯრით მესამე მატჩის მოგება. ლესტერშირელებს გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად სულ რაღაც ერთი გოლი დააკლდათ.

ამასობაში, ბოლო ადგილზე დაეშვა შონ დაიჩის "ბარნლი", რომელმაც რეალურად უმოტივაციო "ევერტონთან" წააგო. "კანფეტებს" გამარჯვება განდეგილმა კევინ მირალასმა მოუტანა, იქამდე კი როს ბარკლიმ პენალტი ვერ გამოიყენა.

"ბარნლი" უშანსოდ ეშლი ბარნსის გაძევებამ დატოვა, მაგრამ დენი ინგსს მაინც ჰქონდა ერთი კარგი მომენტი, რომელიც ვერ გამოიყენა. დაიჩი კი მსაჯებზე განაწყენდა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXII ტური
18 აპრილი
ჩელსი-მანჩესტერი 1:0
გოლი: 1:0 აზარი (38)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ზუმა, მატიჩი - ოსკარი (67. რამირესი), ფაბრეგასი (90+2. ობი მიკელი), აზარი (90+4. აზარი) - დროგბა
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, მაკნეირი, შოუ (80. ბლეკეტი) - ერერა - მატა (70. იანუზაი), რუნი, ფელაინი, იანგი (70. დი მარია) - ფალკაო
გაფრთხილება: დროგბა, ივანოვიჩი, ოსკარი - ერერა
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 7(2)-15(2) ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 41 422

სტოკი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 შნედერლენი (22), 1:1 დიუფი (47), 2:1 ადამი (84)
სტოკი (4-3-1-2): ბეგოვიჩი - კამერონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - უელანი (76. სიდველი), ნ’ზონზი - უოლტერსი, აირლენდი (46. ადამი), არნაუტოვიჩი - დიუფი (76. კრაუჩი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ. დევისი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი (86. ლონგი) - ალდერვეირლედი, შნედერლენი - ს. დეივისი (86. ელია), მანე, ტადიჩი (67. უორდ-პრაუსი) - პელე
გაფრთხილება: - ფონტე, კლაინი, ალდერვეირელდი, ელია
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 17-17 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 15(2)-12(6) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 26 467

ლესტერი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 ულოა (15), 2:0 კინგი (89)
ლესტერი (3-4-3): შმეიხელი - ვასილევსკი (46. დე ლაეტი), ჰუტი, მორგანი - ოლბრაიტონი, კინგი, კამბიასო, შლუპი - კრამარიჩი (75. დრინკვოტერი), ვარდი, ულოა (68. მაჰრეზი)
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ამატი - კი (58. მონტერო), კორკი, შელვი - სიგურდსონი - ოლივეირა (75. ემნესი), რუტლეჯი (70. დაიერი)
გაფრთხილება: - ამატი, შელვი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 6-5 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 18(6)-10(6) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 31 121

ევერტონი-ბარნლი 1:0
გოლი: 1:0 მირალასი (29)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბერი - ლენონი, მაკარტი (88. ბეშიჩი), ბარკლი, მირალასი (61. ლუკაკუ) - კონე (80. ნეისმიტი)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი (84. უოლასი), არფილდი, ჯონსი (84. ტეილორი), ბარნსი - ინგსი, ვოუკსი (59. იუტკევიჩი)
შენიშვნა: ბარკლიმ ვერ გამოიყენა პენალტი (11)
გაფრთხილება: მირალასი - ბარნსი, ბარნსი, არფილდი, შეკელი
გაძევება: ბარნსი (45+2)
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 21(8)-10(1) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 39 496

კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი 0:2
გოლები: 0:1 მორისონი (2), გარდნერი (53)
კრ. პალასი (4-3-3): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, ლედლი (46. სუარე) - მაკარტური (80. სანოგო), იედინაკი (46. გეილი), პანჩონი - ზაჰა, მარეი, ბოლაზი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი (71. უიზდომი), მაკკოლი, ლესკოტი, ბრანტი - მორისონი, ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი (81, ოლსონი) - ბერაჰინო (88. ბერაჰინო), ანიჩებე
გაფრთხილება: დანი, პანჩონი, ბოლაზი - მაკკოლი, გარდნერი, ბრანტი
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 17-17 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 19(4)-8(4) ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 24 765

19 აპრილი
სიტი-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 კოლინსი (18-ს.კ.), 2:0 აგუერო (36)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - ლამპარდი (88. ფერნანდინიო), ფერნანდო - ნავასი, ტურე, სილვა (75. ნასრი) - აგუერო (90+1. ჯეკო)
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი, რიდი, კრისუელი - ნოუბლი, სონგი (66. ჯერვისი), კუიატე - დაუნინგი, ვალენსია, კოული (66. ნოლანი)
გაფრთხილება: ნავასი, სილვა - კუიატე, დაუნინგი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 10-6 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 18(3)-9(3) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 45 000

ნიუკასლი-ტოტენჰემი 1:3
გოლი: 0:1 შადლი (30), 1:1 კოლბეკი (46), 1:2 ერიკსენი (53), 1:3 კეინი (90+1)
ნიუკასლი (4-3-3): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, ტეილორი - აბეიდი (46. ობერტანი), ანიტა (75. არმსტრონგი), კოლბეკი - კაბელია, გუფრანი (46. ამეობი), ა. პერესი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - დაიერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი (82. დევისი) - პაულინიო (88. მეისონი), ბენთალები - ლამელა, ერიკსენი, შადლი (78. დემბელე) - კეინი
გაფრთხილება: კოლბეკი, კაბელია - პაულინიო, ლამელა, ვერტონგენი, ბენთალები
კუთხური: 4-3 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 11(5)-14(8) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 20 615

ბომბარდირები: 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (სიტი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 13 - ედენ აზარი (ჩელსი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), დავიდ სილვა (სიტი).

მომდევნო ტური
25 აპრილი:
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი, ბარნლი-ლესტერი, კრ. პალასი-ჰალი, ნიუკასლი-სუონსი, ქპრ-ვესტ ჰემი, სტოკი-სანდერლენდი, ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული, სიტი-ასტონ ვილა

26 აპრილი:
ევერტონი-მანჩესტერი, არსენალი-ჩელსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული