პრემიერლიგა. XXXV ტური: "ლივერპულში" რაფა ბენიტესის დაბრუნება ციდან მოითხოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა და ზედიზედ მესამე მარცხი იგემა - 0:1.

ლუი ვან გაალის გუნდმა 1989 წლის მერე პირველად წააგო პრემიერლიგის სამი მატჩი ზედიზედ ისე, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო.

გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის შუაში იონას ოლსონმა გაიტანა. 74-ე წუთზე რობინ ვან პერსის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. ჰოლანდიელმა აქამდე ბოლო 6 პენალტი გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "ვიცოდით, რომ "ვესტ ბრომვიჩი" თავის კართან ავტობუსს ჩაგვიყენებ
და და ამას უნდა გავმკავლებოდით. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა, ამიტომ ამ შედეგის მიღება ჩემთვის ძნელია. მეტოქის მეკარემ ფანტასტიკურად ითამაშა".

"ლივერპულმა" ქპრ-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ფილიპე კოუტინიომ გაიყვანა წინ თავისი გუნდი, მეორე ტაიმში ლეროი ფერმა გაათანაბრა. 6 წუთში სტივენ ჯერარდმა პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა მანვე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.

ეს ჯერარდის 184-ე გოლია "ლივერპულის" მაისურით, 34 წლის კაპიტანი კლუბის ისტორიაში მეხუთე ბომბარდირი გახდა. მან რობი ფაულერს გაუსწრო.

სხვათა შორის, თამაშის დროს "ენფილდის" თავზე კერძო თვითმფრინავმა გადაიფრინა ბანერით: "როჯერსი გავუშვათ, რაფა დავაბრუნოთ". "ლივერპულის" ფანების ნაწილი ბრენდან როჯერსის გაშვებას და გუნდში რაფა ბენიტესის დაბრუნებას ასე ითხოვენ. ზუსტად ეს მეთოდი გამოიყენეს 2014 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებმა, როცა დევიდ მოიესის განთავისუფლებას ითხოვდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ვფიქრობ, ეს პროტესტი თვითმფრინავით რაფა ბენიტესის აგენტის მოწყობილია და არაფერი საერთო არა აქვს ფანების განწყობასთან".

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "ნიუკასლის" ზედიზედ მერვე მარცხი, "კაჭკაჭებმა" "ლესტერთან" 0:3 წააგეს და მატჩი 9 კაცით დაასრულეს.

ლესტერი-ნიუკასლი 3:0
გოლები: 1:0 ულოა (1), 2:0 მორგანი (17), 3:0 ულოა (48-პენ)
გაძევება: უილიამსონი (62. ნიუკასლი), იანმაატი (91. ნიუკასლი)

ასტონ ვილა-ევერტონი 3:2
გოლები: 1:0 ბენტეკე (10), 2:0 ბენტეკე (45), 2:1 ლუკაკუ (59-პენ), 3:1 კლევერლი (64), 3:2 ჯაგიელკა (92)

ლივერპული-ქპრ 2:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (19), 1:1 ფერი (73), 2:1 ჯერარდი (87)
გაძევება: ონუოჰა (82. ქპრ)
შენიშვნა: ჯერარდმა (80) ვერ გაიტანა პენალტი

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 გომესი (21-პენ), 1:1 მანე (22), 2:1 გომესი (55-პენ)
გაძევება: უარდი (54. საუთჰემპტონი)

სუონსი-სტოკი 2:0
გოლები: 1:0 მონტერო (76), 2:0 კი (92)
გაძევება: უილსონი (84. სტოკი)

ვესტ ჰემი-ბარნლი 1:0
გოლი: 1:0 ნოუბლი (24-პენ)
გაძევება: დაფი (23)

მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 ოლსონი (63)
გაძევება: ვან პერსი (74. მანჩესტერი)

1. ჩელსი - 80 ქულა; 2. სიტი - 67; 3. არსენალი - 67; 4. მანჩესტერი - 65; 5. ლივერპული - 61.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბენიტესი ვერ უშველით როჯერსი კარგი მწვრთნელია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული