ნოელ გალაჰერი: დავიდ სილვას ჩემს ცოლთან სექსის ნებასაც დავრთავ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" დიდმა გულშემატკივარმა, ჯგუფ "ოაზისის" ექსსოლისტმა ნოელ გალაჰერმა განაცხადა, რომ საყვარელი გუნდის წარმატებული თამაშისთვის ბევრ რამეზეა წამსვლელი. მუსიკოსის თქმით, ის იმდენადაა დავიდ სილვას თამაშით აღფრთოვანებული, რომ ესპანელ ფეხბურთელს თავის ცოლთან სექსის ნებასაც კი დართავდა.

NBC-ის შოუში გამოსვლისას გალაჰერს ჰკითხეს, თუ ვინაა მისი საყვარელი ფეხბურთელი. მან ასეთებად სილვა, იაია ტურე და სერხიო აგუერო დაასახელა, შემდეგ კი დასძინა: "სილვას ჩემს ცოლთან სექსით დაკავების ნებასაც მივცემდი. ხუან მატა? ეგ ჭირსაც წაუღია".

ცნობისთვის, ნოელ გალაჰერის ცოლი შოტლანდიელი პუბლიცისტი სარა მაკდონალდია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სურათზე, "შოტლანდიელი პუბლიცისტია"?- კაია! :))) პ.ს.ასეთ რამეს მამაკაცები, თუნდაც ხუმრობით ამბობენ?!.
qarTveli
17:09 06-05-2015
0
ხომ მაგრამ იმ ცოლს თუ ეკითხება მაინც უნდა სილვასთან სექსი?
ეს რა შოტლანდიური "ხუმრობაა" თუ ინგლისური?
brola
17:44 06-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული