"ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში რობინ ვან პერსიმ პენალტი ვერ გამოიყენა და გაბრაზებულმა ლუი ვან გაალმაც, თავისი სისტემის მიხედვით, თანამემამულეს თერთმეტმეტრიანების დარტყმის უფლება ჩამოართვა. ვან გაალს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გადაიბარებს პენალტების დარტყმას. ის წრეზე მიდის და პირველ აცილებამდე პრინციპი აქვს, რადგან აღნიშნა, რომ პენალტებს ისევ უეინ რუნი არ
ინტერნეტსივრცეში კი ფანები თუ კრიტიკოს-ექსპერტები "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების გარშემო ხუმრობებს არ იშურებენ.
თავისივე ტაქტიკურ ხლართებსა და ექსპერიმენტებში "დაკარგულ" ვან გაალს დასცინიან იმაზე, რომ ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ამაყობს ხოლმე და ისიც შეახსენეს, რომ "რეალში" განათხოვრებულმა ხავიერ ერნანდესმა 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ზუსტად იმის პარალელურად, როდესაც მთელმა "მანჩესტერმა" სამი უგოლო თამაში ჩაატარა.
რამდენად მოიფიქრებს ლუი ჩიჩარიტოს დაბრუნებას და რამდენად აპირებს მის შენარჩუნებასა და მექსიკელზე დაყრდნობას, ჯერ უცნობია, ისევე, როგორც ის, დარჩება თუ არა რადამელ ფალკაო და წავა თუ არა ვან პერსი.
ბოლო ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" უფრო ფალკაოს გამოსყიდვა-შენარჩუნებისკენ იხრებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"