"წითელმა ეშმაკებმა" წინა ტურში სამმატჩიანი წაგებების უგოლო სერია შეწყვიტეს, როდესაც მძიმე ბრძოლაში "კრისტალ პალასს" აჯობეს. ლუი ვან გაალს მესამე ადგილზე გასვლი შანსი გაუჩნდა და ამისთვის მან აუცილებლად უნდა დაამარცხოს "არსენალი".
"მეთოფეებს" 11 შეხვედრა არ წაეგოთ და ცუდად არც "სუონსისთან" უთამაშიათ, მაგრამ შეხვედრა დათმეს და ახლა ფრთხილად უნდა იყვნენ. პრაგმატული კუთხით, მათთვის მანჩესტერში ქულაც მისაღები
კლუბები წელს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, ეს ასოციაციის თასზე მოხდა და "არსენალმა" 2:1 მოიგო, მაგრამ იქამდე პრემიერლიგაში 7 მატჩის განმავლობაში არ ჰყავს "იუნაიტედი" დამარცხებული - 5 წაგება და 2 ფრე. არსენ ვენგერს ნავსის გატეხვა ძალიან უნდა.
ტური კი "სენტ მერიზე" იხსნება, სადაც არც ისე კარგ ფორმაში მყოფი "საუთჰემპტონი", რომელსაც 4 ტურია არ მოუგია, "ასტონ ვილას" მასპინძლობს. ბირმინგემელები კი პირიქით, მშვენიერ ფორმაში არიან, მათ უკანასკნელი 4 შეხვედრიდან 3 გამარჯვება აქვთ მოპოვებული და თითქმის გაინაღდეს დარჩენა, მაგრამ თითქმის არ ითვლება და ამიტომაც, "ვილა" ბოლომდე იბრძოლებს, თან ტიმ შერვუდი ისედაც არ არის ის კაცი, უბრძოლველად რამე რომ დათმოს.
თავის მხრივ, "წმინდანები" 3 ქულას უმიზნებენ და მოგება ძალიან სჭირდებათ, რომ ბოლოს ამ მშვენიერი სეზონის მერე ევროზონის მიღმა არ დარჩნენ.
გადარაჩენისთვის მთავარი მებრძოლი კი "ჰალია", რომელსაც ურთულესი კალენდარი აქვს, ახლა "ტოტენჰემს" სტუმრობს, ხოლო ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს.
"ვეფხვებმა" ბოლომდე უნდა იბრძოლონ, რადგან უკანდასახევი გზა არ აქვთ და არც "ტოტენჰემია" ოპტიმალურ ფორმაში, თანაც, ვინ იცის, გულის სიღრმეში "დეზების" თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს ერჩივნოს კიდეც ევროპალიგის თავიდან არიდება. სამაგიეროდ, ჰარი კეინს უნდა გოლები, თორემ სერხიო აგუეროს ძალიან ჩამორჩა, მაგრამ რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, 2 მატჩში 5-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელი ჩანს.
ასე რომ, კუნს უკვე შეგვიძლია, ბომბარდირობა მივულოცოთ. არგენტინელი შეეცდება 25-გოლიანი მონაგარი "ლიბერთი სტედიუმზე" გაზარდოს, თანაც "სიტის" მეორე ადგილზე სურს სეზონის დასრულება ხოლო "თეთრი გედები" შვიდეულისთვის იბრძვიან.
"არსენალის" დამარცხების მერე, გარი მონკის გუნდს ევროპალიგაზე მოხვედრის შანსი გაუჩნდა და უელსელთა თავკაცი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ შანსის გამოსაყენებლად. ერთი სიტყვით, კარგი მატჩი უნდა გამოვიდეს.
საინტერესოა, მოახერხებს თუ ვერა "ნიუკასლი" უკვე გავარდნილი "ქუინზ პარკ რეინჯერსის" დამარცხებას. ჯორდებს ქულები ძალიან სჭირდებათ და მათ 9 მატჩიანი მოუგებელი სერიაც (8 წაგება, 1 ფრე) შესაწყვეტი აქვთ.
ძალიან საინტერესოა "ლაითზე" გასამართი შეხვედრაც "სანდერლენდსა" და საუცხოოდ ათამაშებულ "ლესტერს" შორის. ისეთი სიტუაციაა, შესაძლოა, ფრე ორივესთვის მისაღები გამოდგეს და შესაძლოა პირიქით, ორივესთვის - ცუდი. ამიტომაც, კლუბები მშვიდად ვერ იქნებიან, ცალი ყური კი პარალელურ მატჩებზე, პირველ რიგში, "ჰალის" თამაშზე ექნებათ.
პრემიერლიგა. XXXVII ტური
შაბათი. 16 მაისი
საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი, ფორსტერი, მაიუკა, შნედერლენი, ტადიჩი - ბეიკერი, კლარკი, ჰერდი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +20 =17 -22 (76-73)
ბარნლი-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარნი, ლონგი - ბოიანი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +21 =12 -26 (93-105)
სანდერლენდი-ლესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ო’ში, ალვარესი - კინგი, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +23 =13 -21 (78-88)
ტოტენჰემი-ჰალი 18:00
დისკვალიფიკაცია: კირიკეში -
ტრავმა: დეივისი, უოკერი - დიამე, სნოდგრასი, რამირესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4 =2 -1 (11-5)
ვესტ ჰემი-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიდი, დემელი, ჰენრი, ტომკინსი, კეროლი - ოვიედო, პიენაარი, ჰიბერტი, გიბსონი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 111 თამაში: +30 =23 -58 (125-193)
ქპრ-ნიუკასლი 18:00
დისკვალიფიკაცია: ონუოჰა - უილიამსონი, იანმაატი
ტრავმა: ვარგასი, ფორლინი, ისლა (?), ფერდინანდი, ჰილი, ზამორა (?) - იონგი, ტიოტე, ჰაიდარა, სისე, ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +16 =11 -20 (66-69)
ლივერპული-კრ. პალასი20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბალოტელი, სტარიჯი, ფლენეგანი - თომასი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +16 =7 -6 (64-24)
კვირა. 17 მაისი
სუონსი-სიტი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რუტლეჯი, კეროლი, ნოტონი, ხორდი ამატი - ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3 =1 -7 (11-20)
მანჩესტერი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფაელი, კერიკი - დებიუში, არტეტა, დიაბი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 171 თამაში: +72 =41 -58 (259-229)
ორშაბათი. 18 მაისი
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოსტერი - ოსკარი, რამირესი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 101 თამაში: +32 =25 -44 (148-171)
ბომბარდირები: 25 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 16 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"