ჰოუი კი, რომელიც "ბორნმუთის" ყოფილი ფეხბურთელია, 1992 წლის მერე მე-5 მწვრთნელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო ქვედა ლიგიდან დაისაკუთრა. აქამდე ეს გაკეთებული ჰქონდათ - პიტერ რიდს (სანდერლენდი - 1996),
"ეს ჩემთვის სიურპრიზია. დაუჯერებელია... ძალიან ბედნიერი ვარ" - თქვა ჰოუიმ.
გამარჯვებული "ლივერპულის" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა წარადგინა ამ სიტყვებით: "მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი, თან ეს შესანიშნავ სტილში გააკეთა".
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჰოუი 2008-09 წლების სეზონში, კერძოდ კი, 31 დეკემბერს დაინიშნა "ბორნმუთის" მესაჭედ. მაშინ გუნდი მეორე ლიგაში იყო და სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო 17 ქულა ჰქონდა დაკლებული. თუმცა ნორჩმა სპეციალისტმა თავისი გუნდი გავარდნასაც გადაარჩინა, გაკოტრებასაც და აი, ახლა პრემიერლიგაშია.
აქვე ვთქვათ ისიც, რომ "ალუბლებმა" "რედინგიდან" ავსტრალიელი მეკარე ადამ ფედერიჩი დაიმატეს. 30 წლის გოლკიპერმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფედერიჩი კარგი მეკარეა, მაგრამ ამ სეზონში ერთი უხეში შეცდომა დაუშვა - ალბათ, გახსოვთ ასოციაციის თასის ნახევარფინალი "არსენალთან", როდესაც მას ალექსის სანჩესის დარტყმის მერე ბურთი გაუვარდა. ეს გარდამტეხი გოლი იყო იმ დაპირისპირებაში.
"ბორნმუთმა" "საუთჰემპტონისგან" ბოლომდე გამოისყიდა პოლონელი არტურ ბორუცი, რომელთანაც ერთწლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. როგორც ხედავთ, "ბორნმუთი", პირველ რიგში, მეკარეებით ძლიერდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"