ჯეიმს მილნერი - "ლივერპულის" მონაგარი

AutoSharing Option
"ლივერპული" ჯეიმს მილნერს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა და სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 29 წლის ნახევარმცველი 1-ელ ივლისს ოფიციალურად გახდება მერსისაიდელთა წევრი.

ასეთი გამოცდილი, მრავალმხრივი და მშრომელი მოთამაშის დამატება, თანაც უფასოდ, "ენფილდის" ბინადრებისთვის და კერძოდ, ბრენდან როჯერსისთვის უდავოდ კარგი ამბავია.

რაც შეეხება "სიტის", მანჩესტერელებს მილნერის გაშვება დიდად არ უნდოდათ, მაგრამ არც მისი მოთხოვნების ბოლომდე დაკმაყოფილება ისურვეს, მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი კი 3 ივნისს იწურება. საბოლოოდ, ბევრი ფიქრის შემდეგ ჯეიმსმა თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა გადაწყვიტა და "ლივერპულის" შეთავაზებით მოიხიბლა.

"ქალაქელებმა" მილნერი
რობერტო მანჩინის დროს, 2010 წელს იყიდეს ბირმინგემის "ასტონ ვილადან" 26 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. "სიტიში" გატარებული 5 წლის განმავლობაში, მილნერმა ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი და ერთხელაც ლიგის თასი. ჯეიმსი წინა სეზონში 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მილნერს ასევე ნათამაშები აქვს მშობლიური ქალაქის კლუბში, ბავშვობის სიყვარულ "ლიდს იუნაიტედში", რომლის რიგებშიც 2002 წელს, 16 წლის ასაკში პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა და "ნიუკასლ იუნაიტედში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული