The Sun-ის ცნობით, ინგლისური კლუბი ხორვატი ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა, ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალია.
მანჯუკიჩის თავის რიგებში ხილვა ასევე სურთ ტურინის "იუვენტუსსა" და "მილანს".
გასულ სეზონში მანჯუკიჩმა "ატლეტიკოში", სადაც მიუნხენის "ბაიერნიდან" გადავიდა, 21 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.