შესწვდება "სიტი" რაჰიმ სტერლინგს და პოლ პოგბას?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ხმაურიანი ტრანსფერ(ებ)ის გამოცხობას ცდილობს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ გამოსდის.

"ქალაქელები" ძვირფას ფეხბურთელებს უმიზნებენ, ისეთებს, რომლებზეც ნადირობაა გამოცხადებული და პლუს, მათ ამჟამინდელ კლუბებს მათი გაყიდვა არ უნდათ.

მანჩესტერელებმა ორჯერ მიიღეს უარი "ლივერპულისგან" რაჰიმ სტერლინგის თაობაზე. ისინი 35,5 მილიონ ფუნტს იხდიდნენ. ბონუსების ფასი, სავარაუდოდ, 40 მილიონამდე გაიზრდებოდა.

ახლა "სიტის" სამიზნე პოლ პოგბაა და ამ შემთხვევაში "ქალაქელების" შემცილებლები თანაქალაქელი "მანჩესტერ იუნაიტედი", სტერლინგის შემთხვევისა არ იყოს, მადრიდის "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" არიან. გარ
და ამისა, ტურინის "იუვენტუსს" 22 წლის ფრანგის გაშვება არ სურს და მას მხოლოდ კოლოსალურ თანხად თუ შეელევა.

როგორც ამბობენ, თუ "სიტის" პოგბასთანაც არაფერი გამოუვიდა, ჯეკ უილშირზე გადაერთვება. არც 23 წლის ნახევარმცველის ხელში ჩაგდება იქნება ადვილი, რადგან ეს ფეხბურთელი "არსენალისთვის" ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. თუმცა გვახსოვს, რამდენი წამყვანი ფეხბურთელი წაუყვანიათ "მეთოფეებიდან".

თუმცა ახლა "არსენალმა" პოლიტიკა შეცვალა და თავადაც დაიწყო დიდი ფულის ხარჯვა და ვარსკვლავების არა გაშვება, არამედ აქეთ მოყვანა. მოკლედ, მანჩესტერელებს ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავის გადაბირება გაუჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული