"მანჩესტერ იუნაიტედი" დათმობაზე წავიდა და დავიდ დე ხეას "რეალს" 35 მილიონად უთმობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" კვლავაც ცდილობს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა გადაიბიროს. ესპანური მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი, რომელიც მანამდე გოლკიპერის სანაცვლოდ 46 მლნ ევროს ითხოვდა, ახლა მზადაა, 35 მლნ-ადაც შეელიოს მას.

ეს ციფრი კი უკვე ბევრით არ განსხვავდება იმ თანხისგან, რასაც მადრიდელები "იუნაიტედს" სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ "რეალი" ესპანელი მეკარის სანაცვლოდ 30 მლნ ევროს გადახდაზეა თანახმა.

თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს სურს, რომ საკითხი სწრაფად, 13 ივლისამდე გადაწყდეს. სწორედ ამ დღეს გუნდი აშშ-ში შეკრებას დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული