"მანჩესტერ იუანიტედი" დე ხეას "რეალს" არ მიჰყიდის, თუ ეს უკანასკნელი რამოსს არ დაუთმობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას ტრანსფერი მადრიდის "რეალში" ამ ზაფხულს ვერ განხორციელდება, თუკი ესპანური გრანდი ინგლისურ კლუბს სერხიო რამოსს არ მიჰყიდის. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

ცნობილია, რომ დე ხეას მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება და თუკი "იუნაიტედი" "რეალთან" რამოსის ტრანსფერზე ვერ მოილაპარაკებს, მეკარეს კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე შეინარჩუნებს.

24 წლის ესპანელი მეკარე "მანჩესტერ იუანიტედს" 6 ივლისს შეუერთდება, როდესაც გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. თუკი მისი ტრანსფერი არ შედგა, ის გუნდს 13 ივლისს აშშ-ის ზაფხულის ტურნეში გაჰყვება.

რაც შეეხება რამოსს, 29 წლის მცველი მზადაა "რეალი" დატოვოს და სთხოვს კიდეც კლუბს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება განიხილოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული