გერმანული მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის 82 მლნ ევროს გაღებას აპირებს.
რას იტყვის ამაზე მიუნხენური გრანდი, ჯერ უცნობია. თავად ნახევარმცველი კი, რომელსაც "ბაიერნთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, აცხადებდა, რომ ამ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს.