"ბაიერნი" და "მანჩესტერი" შვაინშტაიგერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხენის "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გერმანიის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველში ინგლისური კლუბი 20 მლნ ევროს გადაიხდის.

ცნობილია თავად ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებიც - ბასტიანი "მანჩესტერს" სამი წლით დაუკავშირდება, წელიწადში კი 10 მლნ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი "ბაიერნის" აღზრდილია და ყველაზე ტურნირზე ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 500 მატჩში 67 გოლი გაიტანა. ის 2014 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მგონი ეს გვარდიოლა ბაიერნში მწვრთნელად კი არა ტროას ცხენადაა მოსული.
ნ.გ.
08:17 12-07-2015
0
ბავარიას ნელ-ნელა შლის გვარდიოლა.
nikola
15:26 11-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული