"ჩელსი" მზადაა "ბარსელონას" პედროს სანაცვლოდ 20 მლნ ევრო გადაუხადოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა, შესაძლოა, კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს. ლონდონური კლუბი მზადაა 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 20 მლნ ევრო გადაიხადოს.

ამის შესახებ ინფორმაციას fichajes.com ავრცელებს, რომლის ცნობით, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენის ინიციატივა უშუალოდ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელისგან, ჟოზე მოურინიოსგან მომდინარეობს.

პედო "ბარსელონას" აღზრდილია. ესპანური პრიმერას გასულ სეზონში თავდამსხმელმა 35 მატჩი ჩააატარა (15 - ძირითადში), გაიტანა 6 გოლი და გააკეთა ამდენივე შედეგიანი პასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული