"იუნაიტედმა" შნეიდერლენსა და შვაინშტაიგერთან კონტრაქტების გაფორმების შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკლუბო ოფიციალურ საიტზე ნახევარმცველებთან, ბასტიან შვაინშტაიგერსა და მორგან შნეიდერლენთან კონტრაქტების გაფორმების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც მანამდე, შესაბამისად, მიუნხენის "ბაიერნისა" და "საუთჰემპტონის" ღირსებას იცავდნენ.

შნეიდერლენის კონტრაქტი ოთხწლიანია, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. რაც შეეხება შვაინშტაიგერს, ის ინგლისურ კლუბს სამი წლით დაუკავშირდა. კონტრაქტების ფინანსურ დეტალებზე არაფერია ცნობილი.

გასულ სეზონში 25 წლის ფრანგმა პრემიერლიგის 26 მატჩში 4 გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. 30 წლის გერმანელმა კი ბუნდესლიგის 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული