"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო წინადადება - 60 მლნ ევრო სერხიო რამოსის სანაცვლოდ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მადრიდის "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის გადაბირებას კვლავაც ცდილობს.

თუკი უწინ ინგლისური კლუბი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელში 45 მლნ ევროს გადახდაზე იყო თანახმა, ახლა შეთავაზებული თანხის ოდენობა 60 მლნ-მდე გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს "იუნაიტედის" ბოლო წინადადებაა და ამაზე მეტს არაფრის დიდებით გადაიხდის.

თავის მხრივ, "რეალი" რამოსში 90 მლნ ევროს ითხოვს. მანჩესტერში იმედოვნებენ, რომ "სამეფო კლუბში" გადახედავენ თავიანთ პოზიციას და ამასთან, გაითვალისწინებენ თავად მოთამაშის სურვილს, რომელსაც "რეალის"
დატოვება სურს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, "იუნაიტედი" სერხიო რამოსს 5-წლიან კონტრაქტსა და ხელფასად წლიურ 11 მლნ ევროს ჰპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული