ოსკარი: ლონდონის "ჩელსიდან" არსად მივდივარ

AutoSharing Option
ოსკარმა ლონდონის "ჩელსის" ფანები დააიმედა და დაამშვიდა, არსად მივდივარო.

ბრაზილიელს აქტიურად უკავშირებდნენ ტურინის "იუვენტუსს", რომელიც ახალი 10 ნომრის ძიებაშია, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტისგან თავი შორს დაიჭირა.

"ბევრი ინფორმაცია წავიკითხე "იუვენტუსთან" დაკავშირებით, მაგრამ "ჩელსიში" ძალიან ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ" - თქვა ოსკარმა.

ამასობაში, ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ "ჩელსის" სერიოზული "ქირურგიული ჩარევა" და დიდი ცვლილებები არ სჭირდება იმისთვის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. თუმცა ამავდროულად, თავის ბიჭებს აფრთხილებს - თუ კვლავაც ჩემპიონობა გინდათ, უფრო
მეტად უნდა დაიხარჯოთ, რადგან კონკურენცია გაცილებით უფრო დიდი იქნებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული