რა დაუშავა ჟოზე მოურინიომ რობერტო მარტინესს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის "ევერტონის" ახალგაზრდა ტალანტით, ჯონს სტოუნსითაა დაინტერესებული.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა "ლურჯების" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ. ხოლო "კანფეტების" მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს არც ის მოსწონს, რომ 21 წლის მცველი შეიძლება დაკარგოს და არც ის, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა.

ამბობენ, "ჩელსიმ" "გუდსონ პარკის" ბინადრებს 20 მილიონი გირვანქა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღოო. სავარაუდოდ, დედაქალაქელები ახალ წინადადებას ამზადებენ.

"ჩვენ წინადადებით მივმართეთ "ევერტონს", რადგან ეს ფეხბურთელი მოგვწონს" - მოკლედ აღნიშნა მოუმ.

"ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ კლუბი ასე ღიად და საჯაროდ
აკეთებს განცხადებას პრესასთან. არა მგონია, სალაპარაკო ბევრი იყოს. ჯონ სტოუნსი "ევერტონის" ფეხბურთელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელიც მოთამაშეების გაყიდვაზეა მომართული. არც ის გვაღელვებს, რას იტყვიან სხვები" - ესეც მარტინესის სიტყვები.

მოურინიო უპასუხოდ რას დატოვებდა და აგერ, მისი კომენტარიც: "როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ყველა კლუბი და ფეხბურთელი ხელმისაწვდომია წინადადებებისთვის. შეთავაზებებს ვიღებთ კიდეც და ვაკეთებთ კიდეც, ეს ჩვეულებრივი რამ არის. მე რობერტო მარტინესსაც იმავეს ვურჩევდი. თუ არ მინდა, რომ რომელიმე წინადადება მივიღო, ვეუბნები უფროსობას, რომ არც ერთი წინადადება არ მიიღონ, ეს ძალიან ადვილია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული