პრინციპულობა მანჩესტერულად: "იუნაიტედი" მზად არის, 25 მილიონი დაკარგოს და დე ხეა არ გაუშვას

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, 25 მილიონ გირვანქაზე მეტი დაკარგოს და პრინციპულად არ დათმოს დავიდ დე ხეა. საქმე ისაა, რომ "წითელი ეშმაკები" და მადრიდის "რეალი" სერხიო რამოსისა და დე ხეას თაობაზე მოლაპარაკებებში ჩიხში შევიდნენ.

"სამეფო გუნდს" რამოსის დათმობა დიდად არ სურს. მანჩესტერელებმა ექსსევილიელის თაობაზე ორი წინადადებით მიმართეს მადრიდელებს. მათ შორის ბოლო 28,6-მილიონიანი შეთავაზება იყო, რომელიც ესპანურმა გრანდმა უარყო.

თავის მხრივ, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს დე ხეას გაშვება არ ეხალისებათ და ულტიმატუმიც მოუმზადებიათ, თუ რამოსს არ დათმობთ, დე ხეაც დაივიწყეთო. არადა, კულუარულ ცნობებს
თუ დავუგდებთ ყურს, 24 წლის მეკარე აღარ მალავს, რომ სამშობლოში დაბრუნება სურს, მეგობარი გოგონაც იქით ექაჩება და "ატლეტიკოს" ყოფილი მეკარე მზადაა, დედაქალაქის მთავარ გუნდში ჩაირიცხოს.

თანაც, მას მანჩესტერელებთან ერთწლიანი კონტრაქტიღა დარჩა და თუ ახლა არ გაუშვებენ, დიდი ალბათობით, თავადაც დაიჟინებს და, რაც არ უნდა შესთავაზონ, მოიცდის და მომავალ ზაფხულს უფასოდ წავა.

რამოსს კი "რეალზე" აქვს გული აცრუებული და ამიტომაც "სანტიაგო ბერნაბეუს" შესაძლო დატოვებას სერიოზულად განიხილავს.

ისიც კი ითქვა, თუ სერხიო წავა, მხოლოდ "მანჩესტერშიო", ასეთი განწყობა აქვსო.

არის სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, რამოსის მხრიდან ეს უბრალო ხრიკია და ამ ხერხით ცდილობს, "რეალს" უფრო კარგი კონტრაქტი და ხელფასი დასტყუოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დავიდ დე ხეა-ც ჩვენ დაგვრჩება და რამოსიც წამოვა ჩვენტან...
formula57
15:34 22-07-2015
0
წადი, დავით, მადრიდში. რა გინდა მაგ ნესტიან მანჩესტერში? :)
ქუთაისელი
12:03 22-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული