"მანჩესტერ იუნაიტედმა" სერხიო რამოსის გადასაბირებლად ახალი სტრატეგია შეიმუშავა

AutoSharing Option
ესპანური მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მადრიდის "რეალიდან" სერხიო რამოსის გადაბირების განზრახვაზე ხელს არ იღებს.

როგორც ირკვევა, "იუნაიტედმა" მიზნის მისაღწევად ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ინგლისელებს სურთ, რომ ესპანეთის ნაკრების მცველმა სახალხოდ გამოაცხადოს მათ კლუბში გადასვლის სურვილის შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ რამოსის ასეთი ქმედება "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერეს აიძულებს, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.

რამოსმა და პერესმა აქამდე ვერ შეძლეს კონტრაქტის გასაგრძელებლად პირობებზე მოლაპარაკება. რამოსი წლიური ხელფასის 10 მლნ ევრომდე გაზრდას ითხოვს, რაც "რეალის" ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია.

ჯერჯერობით მედიასთან დუმილს ამჯობინებს თავად
ფეხბურთელი, რომელმაც ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით სულ მალე თავად გამოაცხადებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული