როგორც ირკვევა, "იუნაიტედმა" მიზნის მისაღწევად ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ინგლისელებს სურთ, რომ ესპანეთის ნაკრების მცველმა სახალხოდ გამოაცხადოს მათ კლუბში გადასვლის სურვილის შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ რამოსის ასეთი ქმედება "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს აიძულებს, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.
რამოსმა და პერესმა აქამდე ვერ შეძლეს კონტრაქტის გასაგრძელებლად პირობებზე მოლაპარაკება. რამოსი წლიური ხელფასის 10 მლნ ევრომდე გაზრდას ითხოვს, რაც "რეალის" ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია.
ჯერჯერობით მედიასთან დუმილს ამჯობინებს თავად