14:17 27-07-2015
ემირატების თასი: ლონდონის "არსენალი" ბრწყინვალედ თამაშობს [VIDEO]
AutoSharing Option
სხვათა შორის, იგი ცნობილი ნიგერიელი ვარსკვლავის, ჯეი-ჯეი ოკოჩას ნათესავია. ივობის გარდა, პირველ ნახევარში გოლები ოლივიე ჟირუმ, აარონ რემზიმ და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში თითო მესუთ იოზილმა და სანტი კასორლამ დაამატეს. "ემირატების" ბინადრები მართლაც დაფრინავდნენ, ჩვეული ლამაზი კომბინაციებით, მოკლე პასებითა და მრავალფეროვნებით. მათ ყველა გემოვნებისთვის დამაკმაყოფილებელი გოლი გაიტანეს.
მიუხედავად გოლების წვიმისა, რომელიც "არსენალმა" მოავლინა, "მეთოფეები" თავდამსხმელს ეძებენ, რაც კლუბის უფროსობამაც დაადასტურა. ისიც კი ითქვა, რომ შესაძლოა, კლუბმა სარეკორდო თანხა გადაიხადოს ახალ ფორვარდში. თუმცა, არსენ ვენგერმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო. როგორც ჩანს, ფრანგს უნდა, ფანებს დიდი მოლოდინი არ შეექმნათ და მერე, თუ კარგი ტრანსფერი არ გამოვიდა, უკმაყოფილონი არ დარჩნენ. ბოლო დღეებში ლონდონელებს არაერთ შემტევს უკავშირებენ.
"როდესაც 6 გოლი გაგაქვს, ესე იგი, თავდამსხმელის არც ისეთი დიდი აუცილებლობაა. ასოციაციის თასის ფინალში 4 გავიტანეთ. შეტევაზე ვართ ორიენტირებულნი, გოლები არ გვაკლია და მომენტებს მრავლად ვქმნით. ბაზარზე არაერთი კარგი ფეხბურთელია ხელმისაწვდომი, მაგრამ მსურველიც ბევრია, კლუბები, რომლებსაც დიდი ფული აქვთ" - ამბობს "მეთოფეების" დამრიგებელი.
იქამდე კი ვენგერი არსებული რესურსითაც კმაყოფილია და გუნდის ამჟამინდელ ვარსკვლავებს აქებს. მაგალითად, იოზილს, რომელიც ამ წუთას გახლავთ კიდეც "მეთოფეების" სარეკორდო შენაძენი - 42,6 მილიონი გირვანქა. გერმანელი მოლოდინს ბოლომდე ვერ ამართლებდა, მაგრამ იგი "ლიონთან" შეუდარებელი გახლდათ. მან გოლის გარდა, ორი საგოლე პასიც გააკეთა (ჟირუსი არ იყოს) და "ძველი იოზილივით" ბურთაობდა.
ვენგერს სჯერა, რომ იოზილს შეიძლება საუკეთესო სეზონი ჰქონდეს. თავად 26 წლის გერმანელსაც ოპტიმისტური განწყობა აქვს.
"შეიძლება იყოს თუ არა ეს მისი საუკეთესო სეზონი? დიახ. მან მძიმედ დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატა და ფანების გულიც მოიგო. წინა სეზონში მან მთელი პირველი ნახევარი გამოტოვა, მაგრამ მერე დაბრუნებულმა უმაღლესი ხარისხის თამაში აჩვენა და იმედია, ასევე გააგრძელებს" - თქვა ვენგერმა.
***
გუშინ კი "მეთოფეები" "ვოლფბურგს" გაეჯიბრნენ, რომელსაც იქამდე "ვილიარეალთან" ჰქონდა წაგებული. ესპანელებმა, თავის მხრივ, "ლიონსაც" მოუგეს, ფრანგული გუნდი ამ ამხანაგურ ტურნირს ცუდ ფორმაში და არასერიოზული განწყობით შეხვდა. როგორც ჩანს, ლიონელები სრულად პსჟ-სთან სუპერთასის შეხვედრაზე არიან კონცენტრირებულნი.
ჩვენ კი "არსენალს" დავუბრუნდეთ, რომელმაც "მგლებს" მინიმალური სხვაობით მოუგო. ლონდონელებმა შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დებიუტში გაიტანეს. ეს თეო უოლკოტმა გააკეთა, სხვათა შორის, "ლანსიდან" მიყვანილი 17 წლის ფრანგი ნახევარმცველის, ჯეფ რეინ-ადელაიდის პასით.
კიდევ ერთი ახალი სახე, რომელიც ვენგერმა ძირითად გუნდში დააწინაურა, 20 წლის მცველი ისააკ ჰეიდენია. მთლიანობაში, "არსენალმა" დამსახურებულად მოიგო და "ემირატების თასის" გამარჯვებულიც გახდა. ამ ამხანაგურ შეჯიბრებაზე ქულების დათვლის წესი შეიცვალა - გამარჯვებაზე, ტრადიციულად, 3 ქულა ირიცხება, ფრეზე 1 და თითო გატანილ გოლზეც თითო... "არსენალმა", ჯამში, "ვილიარეალს" აჯობა. თუმცა ერთმანეთს ისინი არ შეხვედრიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული