ჰოლანდიური გუნდის ახალგაზრდული აკადემიის ხელმძღვანელი ვიმ იონკი ძალიან დამწუხრებულია იმით, რომ დონიელი წავიდა და მისი აზრით, "არსენალმა" პოტენციური სუპერვარსკვლავი შეიძინა.
"დონიელი უდიდესი ტალანტია და ძალიან გული მწყდება, რომ იგი "აიაქსს" ტოვებს. ჩვენ მას ბრწყინვალე წინადადებით მივმართეთ, განვითარების მშვენიერი გეგმა შევთავაზეთ, მაგრამ მალენმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო. წარმატებებს ვუსურვებთ მას" - განაცხადა იონკმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"