ლუი ვან გაალმა "მანჩესტერს" დავიდ დე ხეას სასწრაფოდ გაყიდვა მოსთხოვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ კლუბი შეიძლება უკვე ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი უკვე ძალიან დაიღალა გოლკიპერის სატრანსფერო საგით, რომელიც "რეალში" მის შესაძლო გადასვლას უკავშირდება და ითხოვს, რომ კლუბმა რაც შეიძლება, დროულად მიჰყიდოს მადრიდელებს ის.

გასულ კვირას ვან გაალმა უკვე აღნიშნა, რომ დე ხეას გარშემო შექმნილი ვითარება არც მანჩესტერულ კლუბს აძლევს ხელს და არც თავად ფეხბურთელს.

24 წლის მეკარე "მანჩესტერ იუნაიტედში" 2011 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში კი ის
გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული