"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანხელ დი მარია დააჯარიმა, მისი სატრანსფერო ფასი კი გაზარდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ძალიან უკმაყოფილო დარჩა ნახევარმცველ ანხელ დი მარიას საქციელით, რომელმაც გუნდთან ერთად აშშ-ში შეკრებაზე გამგზავრება არ ისურვა და გადაწყვიტა, არგენტინელს ჭკუა ასწავლოს, - იუწყება Mirror.

დი მარია, რომელსაც ნაბიჯი აშორებს "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლასთან, ინგლისურმა კლუბმა უკვე დასაჯა 360 ათასი ფუნტით, თუმცა ვან გაალი მიიჩნევს, რომ თანხა მცირეა, რადგან ანხელმა უპატივცემულობა გამოიჩინა როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის", ისე პირადად მის მიმართ.

გარდა ამისა, "იუნაიტედი" დი მარიას პსჟ-ისთვის დათმობას აღარც მანამდე შეთანხმებულ ფასად - 43,7 მლნ ფუნტად აპირებს და
ახლა 45 მლნ-ს ითხოვს. ინგლისელები იმედოვნებენ, რომ პარიზელები ამ პირობებზეც თანახმანი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაზარი არაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული