ჯეკ უილშირმა შესაძლოა პრემიერლიგის სტარტი გამოტოვოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა შესაძლოა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო პრემიერლიგის სტარტი გამოტოვოს.

23 წლის ფეხბურთელს არც ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის თასის ფინალში მიუღია მონაწილეობა.

ამ დაზიანებამ შესაძლოა ინგლისელი პრემიერლიგის პირველი სამი ტურის მიღმა დატოვოს.

"ვესტ ჰემთან" და "კრისტალ პალასთან" მატჩებს უილშირი ზუსტად გამოტოვებს, ხოლო "ლივერპულთან" შეხვედრაში მისი მონაწილეობა საეჭვოა, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია Tha Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიწყო აქ ისევ ტრამვების ეპიდემია და დაიტანჯება კვლავ ვენგერი
Irakli
17:21 04-08-2015
0

სიახლეები პოპულარული