რაფაელ და სილვა "ლიონში" გადავიდა

AutoSharing Option
რაფაელ და სილვა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონში" გაყიდა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

25 წლის ბრაზილიელი ლუი ვან გაალს აღარ სჭირდებოდა და დიდი ხნის წინ გავიგეთ, რომ გუნდი მას უშვებდა. ლიონელები კი რაფაელს დიდი სიხარულით შეხვდნენ, კლუბის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა უბედნიერესია და გაიძახის, მსოფლიო დონის მოთამაშე დავიმატეთო.

"მინდა, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ამ გუნდის ფანებს მადლობა გადავუხადო. იქ 8 წელიწადი გავატარე და ამ პერიოდში მიღებული სითბო და სიყვარული არ დამავიწყდება" - თქვა რაფაელმა.

"ტორინოდან" მატეო დარმიანის მიყვანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბრაზილიელს
"ოლდ ტრაფორდზე" მომავალი აღარ ჰქონდა. რაფაელი თავის ტყუპისცალთან, ფაბიოსთან ერთად "მანჩესტერში" 2008 წელს "ფლუმინენსედან" გადაბარგდა. ფაბიომ გუნდი 2014 წლის იანვარში დატოვა და "კარდიფში" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული