პრემიერლიგა. I ტური: ესეც ნანატრი სტარტი [VIDEO]

AutoSharing Option
* პრემიერლიგის ისტორიაში პირველად, ჩემპიონატი ავტოგოლით გაიხსნა
* "ბორნმუთმა" ინგლისურ ელიტაში ისტორიაში პირველი მატჩი ითამაშა და წააგო
* წარუმატებელი გამოდგა პეტრ ჩეხის დებიუტი პრემიერლიგაში "არსენალის" რიგებში


პრემიერლიგა "ოლდ ტრაფორდზე" გაიხსნა
ლუი ვან გაალმა წინა სეზონი წაგებით დაიწყო და ძალიან უნდოდა, რომ ამჯერად მაინც გადაედგა პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თავისას მიაღწია და ახალწვეულებმაც არ დატოვეს ცუდი შთაბეჭდილება, მაგრამ მატჩი მაინც მძიმე იყო და მასპინძლებს გაუჭირდათ.

სახიფათო მომენტი "მანჩესტერსაც" და "ტოტენჰემსაც" დაახლოებით თანაბრად ჰქონდათ. თავიდან "დეზებმა" ცოტა უკეთაც კი დაიწყეს. ჰარი
კეინი, მომქანცველი სეზონის მიუხედავად, მხნედ გამოიყურებოდა. კრისტიან ერიქსენს კი ლონდონელთა მხრიდან საუკეთესო მომენტები ჰქონდა, მაგრამ არ გაუმართლა.

თავდაჯერებული გახლდათ "იუნაიტედის" ახალი მეკარე სერხიო რომერო. არც "ტოტენჰემის" კარს იცავდა იდეაში პირველი გოლკიპერი უგო ლორისი. მის ნაცვლად კარში მიშელ ვორმი იდგა და ცუდად არ გამოიყურებოდა, მას გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ.

შეხვედრაში ერთადერთი ბურთი მას მერე გავიდა, რაც მანჩესტერელებმა მშვენიერი კომბინაცია გაათამაშეს და თითქოს, უეინ რუნის უნდა შეეგდო, მაგრამ კაილ უოკერის გუნდის გადარჩენის მცდელობა ბურთის საკუთარ კარში ჩაჭრით დასრულდა. ეს პირველი შემთხვევაა პრემიერლიგის ისტორიაში, როდესაც ჩემპიონატის სადებიუტო გოლი ავტოგოლია.

"დეპაის ვუთხარი, რომ ზედმეტად შემართული და ვნებიანი არ უნდა ყოფილიყო და გუნდურად ეთამაშა. თუმცა, როდესაც "ოლდ ტრაფორდზე" პირველ მატჩს ატარებ, ძნელია, განსაკუთრებულად მონდომებული არ იყო. მთლიანობაში, გუნდიც მომეწონა და ახალწვეულებიც, განსაკუთრებით, დარმიანი" - განაცხადა ვან გაალმა.

კაილ უოკერი: "რუნისთვის ფეხის ჩადგმა მინდოდა, რომ მას ბურთის ნაცვლად ჩემი ფეხისთვის მოერტყა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან არ გამიმართლა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჩელსიმ" წარუმატებლად დაიწყო
პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში კარგად ვერ გამოიყურებოდა და, როგორც ჩანს, ეს არც ისე უმნიშვნელოა, როგორც ჟოზე მოურინიო ამბობდა, რადგან "ლურჯებმა" ჯერ სუპერთასი წააგეს "არსენალთან, ახლა კი პირველ ტურში დაკარგეს ორი ქულა "სუონსისთან". "თეთრი გედები" კი ქების მეტს არაფერს იმსახურებენ. გარი მონკმა წინა სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" მოგებით დაიწყო, ხოლო ახლა სტუმრად მოქმედ ჩემპიონთან აიღო ქულა.

"ლურჯები" ორჯერ იგებდნენ და ორივე გოლი იღბლის დახმარებით გაიტანეს. ჯერ ოსკარის მიერ შესრულებული საჯარიმოსას ბურთს ვერავინ შეეხო და დაბნეულმა ლუკაშ ფაბიანსკიმაც გაუშვა. მერე კი ვილიანის დარტყმა ფედერიკო ფერნანდესს მოხვდა და პოლონელი მეკარის კარში ჩაეშვა. შუალედში უელსელთა ახალწვეულმა ანდრე აიუმ ბაფეტიმბი გომისის დარტყმულს დაამატა. პირველი დარტყმა მასაც დაუბლოკეს, მაგრამ მერე ძალიან ჭკვიანურად, პლუს, ეფექტურად, ცივსისხლიანი ფორვარდივით ითამაშა და შეაგდო.

ბაფემ პენალტით გაათანაბრა. 55-ე წუთზე სწორედ ფრანგის წაქცევისთვის აიკიდა ტიბო კურტუამ წითელი ბარათი და პენალტი ერთდროულად და დაზარალებულმა თავადვე გაიტანა. შეცვლაზე შემოსულმა ასმირ ბეგოვიჩმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ბოსნიელს მომავალ შეხვედრაშიც ძირითადში ვიხილავთ.

"სანამ 11-ნი ვიყავით, მეტოქეს არაფერი გამოსდიოდა. შემდეგ იყო ერთი ეპიზოდი, პენალტი და წითელი ბარათი ერთდროულად და ანგარიში 2:2 გახდა. როდესაც იგებ და 10 კაცით რჩები, შეგიძლია კარგი სტრატეგია შეარჩიო, თავი დაიცვა და მიზანს მიაღწიო, ხოლო როდესაც 10 კაცით მოსაგებად თამაშობ, ეს ბევრად უფრო რთულია. ჩემი აზრით, 11 კაცით მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, ხოლო 10-ით კარგად ვიბრძოლეთ" - თქვა მოურინიომ.

გარი მონკი: "ვფიქრობ, ჩვენი თამაშით მინიმუმ ეს ქულა დავიმსახურეთ. გვსურდა, "სტემფორდ ბრიჯიდან" რამე წაგვეღო, ამისთვის ვთამაშობდით და საწადელს მივაღწიეთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რანიერა "ლესტერში"
კლაუდიო რანიერის ეფექტურად დაწყება არასოდეს ეშლებოდა და "ლესტერსაც" ისე ჩაატარებინა პირველი მატჩი, რომ ნაიჯელ პირსონი, ალბათ, ყველას დაავიწყა. ლესტერშირელებმა პირველივე წუთებიდან თავბრუ დაახვიეს "სანდერლენდს".

ისინი აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს და განსაკუთრებით კარგი რეაქტიული რიად მაჰრეზი გახლდათ, რომელიც ნელ-ნელა იხვეწება და დუბლიც გაახერხა. არც ჯეიმი ვარდის დაეწუნებოდა რამე და მარკ ოლბრაიტონსაც ნუ დავჩაგრავთ, რომლის მონაგარიც გოლს პლუს პასია. საერთოდ, ყველამ კარგად ითამაშა, რანიერის თქმის არ იყოს. დიკ ადვოკაატის "სანდერლენდმა" კი ვითომ გაიბრძოლა და "შავმა კატებმა" ცოტათი გამოაჩინეს კლანჭები, მაგრამ საბოლოოდ, ვერას გახდნენ.

სხვა 2:2-ები
"ნიუკასლ იუნაიტედის" რიგებში ჯორჯინიო ვეინალდუმის, შანსელ მბემბასა და მოგვიანებით შემოსული ალექსანდრ მიტროვიჩის დებიუტი შედგა. ვეინალდუმმა გოლის გატანაც კი შეძლო.

ჯორდები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, ბოლოს კი ფრეს დასჯერდნენ, რომლითაც სტივ მაკლარენი უკმაყოფილო არ უნდა იყოს, რადგან ბოლო წუთებში სადიო მანეს ორჯერ შეეძლო გატანა და "კაჭკაჭები" გადარჩნენ, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ნიუკასლის" სასარგებლოდ ორი პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა. "წმინდანთა" მხრიდან გრაციანო პელემ გამოიჩინა თავი, იტალიელი ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება.

"გუდისონ პარკზე" კი ელიტაში დაბრუნებული "უოტფორდი" ორჯერ იგებდა და თავდაჯერებულადაც გამოიყურებოდა, მაგრამ ტერიტორიულ უპირატესობას მაინც "ევერტონი" ფლობდა და წასაგებად ცოდო იყო. "კანფეტებს" მხსნელად არუნა კონე მოევლინა, რომელმაც გაიტანა კიდეც და იქამდე როს ბარკლის გაატანინა. თუმცა ბარკლის დარტყმა ისეთი ძლიერი, ზუსტი და ლამაზი გახლდათ, რომ კონეს პასის ხსენება უხერხულიც კია.

ყოჩაღი სტუმრები
პირველ ტურში სტუმრებმა უფრო იყოჩაღეს და ყველაზე მოულოდნელი მათი გამარჯვება "ემირატებზე" იყო. ცხადია, ლონდონური დერბისას სიტყვა სტუმარი სიმბოლურია, მაგრამ "ვესტ ჰემი" "არსენალის" სტადიონზე თამაშობდა და ბევრს განწირულიც ეგონა. ბევრის მიერ ჩემპიონობის სერიოზულ კანდიდატად შერაცხული "მეთოფეებისგან" კი ისეთივე შოუს ველოდით, როგორსაც არსენ ვენგერის ბიჭები ბოლო თვეებში გვთავაზობდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

"არსენალი" არადამაჯერებელი იყო, ყველაზე მეტად კი - ლონდონელთა საამაყო ახალწვეული პეტრ ჩეხი. პირველი გოლი "ჩაქუჩებს" სწორედ მან უსახსოვრა და არც მეორე გაშვებული ბურთისას გახლდათ დამაჯერებელი. არადა, ფრანგი სპეციალისტი სულ იმაზე საუბრობდა, კარგ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვსო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სლავენ ბილიჩმა კი პრემიერლიგაში სამწვრთნელო კარიერა მოგებით დაიწყო.

მძიმე იყო "ლივერპული", თან ფრთხილი და "სტოკმაც" მოაწერა ამ სცენარს ხელი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კრისტიან ბენტეკეს, ალბათ, რაღაც დრო დასჭირდება იმისთვის, რომ მერსისაიდელებს შეეგუოს და პირიქით, ისინი შეეგუონ ბელგიელს. პასიური გახლდათ ფილიპე კოუტინიოც, მაგრამ საბოლოოდ, "ბრიტანიაზე" გამართული უსახური მატჩის ბედი სწორედ ბრაზილიელის ულამაზესმა შორეულმა გასროლამ გადაწყვიტა, კოუტინიომ მატჩის მიწურულს შეაგდო და ბრენდან როჯერსს 3 ქულა აჩუქა.
"კრისტალ პალასში" დებიუტი გოლით აღნიშნა იოან კაბაიმ, გაიტანა უილფრიდ ზაჰამაც და ჯეისონ პანჩონიც ჩვეულად აქტიური იყო. მოკლედ, ალან პარდიუ არჩეულ გეზს მიჰყვება და "არწივები" ამ სეზონში, ალბათ, ბევრს გაამწარებენ.

"ნორვიჩს" კი ჯერ ამოუბრწყინებელი ვარსკვლავის, ნათან რედმონდის ერთი გოლი არ ეყო და კვლავ პრემიერლიგაში ამოფრენილმა "იადონებმა" წაგებით დაიწყეს.

არც "ალუბლების" დებიუტი გამოდგა წარმატებული. "გუნდი-საოცრება" "ბორნმუთი", რომელიც უმაღლეს ლიგაში საკუთარ ისტორიაში პირველ მატჩს ატარებდა, შინ დამარცხდა "ასტონ ვილასთან". გადაწყობის პროცესში მყოფი ბირმინგემელების ძირითადში 6 დებიუტანტი გახლდათ... ტიმ შერვუდისთვის ეს ძალიან საჭირო გამარჯვება იყო.

პრემიერლიგა. I ტური
8 აგვისტო
მანჩესტერი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 უოკერი (22-ს.კ-ში)
მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - დარმიანი (81. ვალენსია), სმოლინგი, ბლინდი, შოუ - კერიკი (0. შვაინშტაიგერი), შნეიდერლენი - მატა, დეპაი (68. ერერა), იანგი - რუნი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დაიერი (77. ალი), ბენთალები (53. მეისონი) - დემბელე (68. ლამელა), ერიკსენი, შადლი - კეინი
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი, მატა - ვერტონგენი, დაიერი, ალი
კუთხური: 1-2 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 9(1)-9(4) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 75 261

ნორვიჩი-კრ. პალასი 1:3
გოლები: 0:1 ზაჰა (39), 0:2 დელანი (49), 1:2 რედმონდი (69), 1:3 კაბაი (90+4)
ნორვიჩი (4-5-1): რადი - ვიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ბრედი - ჰოუსონი, დორანსი (80. ჰუპერი), ჰულაჰანი, ტეტი (54. რედმონდი), ჯონსონი - გრაბანი (54. ჯერომი)
კრ. პალასი (4-2-3-1): მაკარტი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - ზაჰა (72. ბოლაზი), კაბაი, მაკარტური, პანჩონი - მატჩი (73. იედინაკი) - მარეი (82. ვიქჰემი)
გაფრთხილება: ტეტი -
კუთხური: 1-4 ჯარიმა: 14-20 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 17(6)-11(7) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 27 036

ლესტერი-სანდერლენდი 4:2
გოლები: 1:0 ვარდი (11), 2:0 მაჰრეზი (18), 3:0 მაჰრეზი (25-პენ.), 3:1 დეფო (60), 4:1 ოლბრაიტონი (66), 4:2 ფლეტჩერი (71)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - დე ლაეტი (75. ბენალუანი), ჰუტი, მორგანი, შლუპი - ოლბრაიტონი, კინგი, დრინკვოტერი, მაჰრეზი (77. ფუხსი) - ვარდი (82. კანტი), ოკაზაკი
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ჯოუნსი (54. მეტიუსი), კოატესი, ქაბული, ვან აანჰოლტი - კატერმოლი (30. ფლეტჩერი) - ლარსონი, როდუელი, ჯონსონი, ლენსი - დეფო
გაფრთხილება: ვარდი, შლუპი - როდუელი, ჯოუნსი, ქაბული, კოატესი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 13-17 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 19(8)-10(5) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 32 242

ევერტონი-უოტფორდი 2:2
გოლები: 0:1 ლაიუნი (14), 1:1 ბარკლი (76), 1:2 იგალო (83), 2:2 კონე (86)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, გოლოუეი (63. კონე) - მაკარტი, ბერი - მირალასი (77. ოვიედო), ბარკლი, კლევერლი - ლუკაკუ (90+1. ნეისმიტი)
უოტფორდი (4-4-1-1): გომესი - ნიომი, პრიოდლი, კატკარტი, ჰოლებასი - ანია, კაპუ, ბეჰრამი (79. უოტსონი), ლაიუნი (59. პარედესი) - ხურადო (74. იგალო) - დინი
გაფრთხილება: კოულმენი - დინი, ჰოლებასი
კუთხური: 8-2 ჯარიმა: 7-13 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 10(5)-11(5) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 39 063

ბორნმუთი-ასტონ ვილა 0:1
გოლი: 0:1 ჟესტედი (72)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრენსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი - რიტჩი, გოსლინგი (84. ო’კეინი), სურმენი, პიუ (69. გრადელი) - კინგი (53. კერმორგანტი), უილსონი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, რიჩარდსი, კლარკი, ამავი - ვერეტო (71. კ. სანჩესი), გეიე, ვესტვუდი - ჯ. აიუ (59. ჟესტიდი), სინკლერი (78. რიჩარდსონი), აგბონლაჰორი
გაფრთხილება: კინგი, კუკი, გოსლინგი - კლარკი, ბაკუნა, გეიე, ვესტვუდი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 11(2)-7(3) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 11 155

ჩელსი-სუონსი 2:2
გოლები: 1:0 ოსკარი (23), 1:1 ა. აიუ (29), 2:1 ფ. ფერნანდესი (30), 2:2 გომისი (55-პენ.)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი (76. ზუმა), მატიჩი - ვილიანი (84. ფალკაო), ოსკარი (54. ბეგოვიჩი), აზარი - დიეგო კოშტა
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფ. ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - შელვი, კი (42. კორკი) - ა. აიუ, სიგურდსონი, მონტერო (71. რუტლეჯი) - გომისი (79. ედერი)
გაფრთხილება: ტერი - შელვი, კორკი, უილიამსი
გაძევება: კურტუა (52)
კუთხური: 4-8 ჯარიმა: 15-16 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 11(3)-18(10) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 41 232

9 აგვისტო
ნიუკასლი-საუთჰემპტონი 2:2
გოლები: 0:1 პელე (24), 1:1 სისე (42), (2:1) ვეინალდუმი (48), 2:2 ლონგი (79)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, ჰაიდარა - ანიტა (68. ტიოტე), კოლბეკი - სისოკო, ვეინალდუმი (81. დე იონგი), ობერტანი - სისე (75. მიტროვიჩი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი (46. მარტინა), ფონტე, იოშიდა, ტარგეტი - დევისი, ვანიამა - ტადიჩი, მანე, როდრიგესი (66. ლონგი) - პელე
გაფრთხილება: კოლბეკი, მიტროვიჩი - სედრიკი, ფონტე, დევისი, პელე
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 9-12 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 8(3)-15(5) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 49 019

არსენალი-ვესტ ჰემი 0:2
გოლები: 0:1 კუიატე (43), 0:2 სარატე (57)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - დებიუში (67. ა. სანჩესი), მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, კოკლენი (58. უოლკოტი) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, კასორლა - ჟირუ
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ტომკინსი, რიდი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე, ოქსფორდი (79. ნოლანი), ნოუბლი - პაიე - სარატე (63. სარატე), სახო (90. მაიგა)
გაფრთხილება: მონრეალი - ნოუბლი, ოგბონა, ტომკინსი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 12-9 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 22(6)-8(4) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 59 996

სტოკი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 კოუტინიო (86)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, კამერონი, მუნიესა, პიტერსი (46. ვოლშაიდი) - ვან გინკელი, უელანი - უოლტერსი, ადამი (78. სიდველი), აფელაი (78. ოდემვინგი) - დიუფი
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, გომესი - მილნერი, ჰენდერსონი - აიბი (78. ფირმინო), კოუტინიო, ლალანა (63. ჯანი) - ბენტეკე
გაფრთხილება: აფელაი, ადამი - შკრტელი, მილნერი, ლოვრენი, გომესი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 9-16 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 7(1)-8(3) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 27 654

10 აგვისტო
ვესტ ბრომვიჩი-სიტი 23:00

მომდევნო ტური
14 აგვისტო:
ასტონ ვილა-მანჩესტერი

15 აგვისტო:
საუთჰემპტონი-ევერტონი, ვესტ ჰემი-ლესტერი, სუონსი-ნიუკასლი, სანდერლენდი-ნორვიჩი, ტოტენჰემი-სტოკი, უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი

16 აგვისტო:
კრ. პალასი-არსენალი, სიტი-ჩელსი

17 აგვისტო:
ლივერპული-ბორნმუთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნანატრი და კარგად ნაცნობი ჩაწყობები ფაქტი სახეზეა ჩელსი 2-2, არსენალი 0-2, ლიონი 0-0, ვალერანგა-რეალი 0-0. და კიდევ რამდენი ასეთი იქნება მთელი წლის განმავლობაში.აგარაფერია იქმდე დარცცჩენილი რომ ფეხბურთი სუ შეგაზიზღონ ადამიანს საერთოდ.
gio1976
11:54 10-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული