რაც მთავარია, მაღალი ტემპითა და უხვგოლიანობით. 10 შეხვედრაში 30 ბურთი გავიდა - საშუალოდ მატჩში სამი. ჩვენ კი შაბათ-კვირის ბატალიებზე დაყრდნობით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებს გთავაზობთ (BBC-ის ვერსია).
მეკარე
ადრიანი (ვესტ ჰემი)
"ჩაქუჩების" ესპანელმა მეკარემ ოლივიე ჟირუს სისხლი გაუშრო და ალექსის სანჩესსაც რთული ბურთი აუღო. ადრიანი რომ არა, "ვესტ ჰემს" "არსენალთან" სენსაციური გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდებოდა. მართალია, "ჩაქუჩების" მცველებიც არ გაისარჯნენ ცუდად და "მეთოფეები" ადრიანს ხშირად ვერ აწუხებდნენ, მაგრამ ის მაინც ადრიანი (ვესტ ჰემი)
მცველები
უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი)
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პირველ ტურში სწორედ ახალზელანდიელი გახლდათ. მცველი, რომელიც "ვესტ ჰემიდან" წასვლას აპირებდა, ჯერჯერობით გუნდში რჩება და ეს "ჩაქუჩებს" უნდა უხაროდეთ. უინსტონი ფორმაშია და თავისუფლად შეუძლია, დაცვის ბურჯობა ითავოს, რაც "არსენალის" მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შემტევების წინააღმდეგაც გამოაჩინა.უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი)
კრის სმოლინგი (მანჩესტერი)
"მანჩესტერ იუნაიტედს" საოცრად არ უთამაშია და მოგების მიუხედავად, მაინც ცოტა მძიმედ დაიწყო. "წითელი ეშმაკებიდან" ბევრი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება. მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა და კლუბის ფანებმა იტალიელი ახალწვეული მატეო დარმიანი გამოარჩიეს - მან მართლაც კარგად ითამაშა. ახალბედებისგან განსხვავებით, გუნდის ერთ-ერთი ძველი სახე კრის სმოლინგი, დინჯად და დამაჯერებლად აკეთებდა თავის საქმეს. იგი მშვენივრად გამოიყურებოდა და თუ ასე გააგრძელა, მწვრთნელს საიმედო დასაყრდენად მოევლინება.მიკა რიჩარდსი (ასტ. ვილა)
"ფიორენტინაში" გატარებული პერიოდის მერე მიკა რიჩარდსი ინგლისში დაბრუნდა. "მანჩესტერ სიტის" ყოფილი უკანახაზელი "ასტონ ვილას" შეუერთდა და როგორც ჩანს, გააძლიერებს კიდეც ბირმინგემელებს. რიჩარდსი ისევ ჯანზეა და მაღალ დონეზე თამაში ძალუძს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ "ბორნმუთთან" შეხვედრა იხილოთ. ტიმ შერვუდმა იგი ტყუილად არ გააკაპიტნა.ნახევარმცველები
როს ბარკლი (ევერტონი)
"უოტფორდის" კარში შესანიშნავი გოლით როს ბარკლიმ ის ფეხბურთელი გაგვახსენა, რომელზეც დაახლოებით ორი წლის წინათ ძალიან ბევრს საუბრობდნენ. წინა სეზონი ახალგაზრდა მოთამაშეს ჩაუვარდა და ეს მის გადაღლილობას დაბრალდა. ამ სეზონში კი ბარკლიმ თავისი პოტენციალი უნდა გამოავლინოს.როს ბარკლი (ევერტონი)
იოან კაბაი (კრ. პალასი)
მართლაც საინტერესო და უცნაურია - როგორ დაარწმუნა ალან პარდიუმ იოან კაბაი, რომ ის "პარი სენ ჟერმენიდან" "კრისტალ პალასში" გადასულიყო. ისინი ერთად "ნიუკასლში" მუშაობდნენ და ძველმა მეგობრობამაც იქონია გავლენა. თანაც, ჩანს, რომ კაბაი "არწივებში" უქმად ყოფნისთვის არ მისულა. მან "ნორვიჩის" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა.ფილიპე კოუტინიო (ლივერპ.)
"ბრიტანიაზე" წაგებული 1:6 "ლივერპულს" მწარედ ახსოვდა და ბრენდან როჯერსიც საფრთხილეს იჩენდა. შეიძლება ფილიპე კოუტინიოს პასიურობაც ამას დავაბრალოთ, თანაც გუნდი გადაწყობის პროცესშია, ბევრი ცვლილებაა და სიტუაციის დალაგებას, შესაძლოა, დრო დასჭირდეს. იქამდე კი მერსისაიდელებმა შეიძლება იმდენი ქულა დაკარგონ, რომ მერე გვიანი იყოს... როჯერსის ბიჭები "სტოკთანაც" ვერ იგებდნენ, სანამ კოუტინიომ საუცხოო გოლი არ გაიტანა. ბრაზილიელს საგრძნობი პროგრესი აქვს და თუ სტაბილურად თამაშს შეძლებს, პატარა კოუტინიო დიდი ძალა იქნება.შეიხუ კუიატე (ვესტ ჰემი)
ეს მძლავრი ნახევარმცველი წინა სეზონშიც კარგი იყო და მას სემ ალარდაისიც აქტიურად იყენებდა, მაგრამ სლავენ ბილიჩის ხელში, როგორც ჩანს, მეტი თავისუფლება ექნება. ყველა სიკეთესთან ერთად, კუიატემ "არსენალს" ძალიან მნიშვნელოვანი გოლიც გაუტანა.თავდამსხმელები
რიად მაჰრეზი (ლესტერი)
ალჟირელმა "სანდერლენდის" დაცვის ხაზი ააწიოკა და დუბლის გარდა, თავის გუნდს კიდევ დიდი სარგებელი მოუტანა. მაჰრეზს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო - თუნდაც იმ ეპიზოდის გახსენება კმარა, როდესაც ბურთი ძელს გაარტყა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იგი ნელ-ნელა იხვეწება და უფრო პროდუქტიული ხდება. ტექნიკა და სისწრაფე არასდროს აკლდა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტში მოიკოჭლებდა. ახლა ის და ჯეიმი ვარდი შეუჩერებლები არიან.რიად მაჰრეზი (ლესტერი)
ბაფეტიმბი გომისი (სუონსი)
ბაფეს წინა სეზონშიც არა უშავდა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, გაცილებით მეტის შემოთავაზებას აპირებს. ფრანგმა მოქმედი ჩემპიონის, "ჩელსის" დაცვა დაატერორა. ამას თუ "სუონსის" სხვა ახალ შემტევებსაც დავუმატებთ... "თეთრი გედების" წინა ხაზი ძალიან მძლავრი და საშიში ხდება.ჯეფერსონ მონტერო (სუონსი)
ახალი შემტევები იქით იყოს და... ძველებიდან მხოლოდ გომისი არ არის გამოსარჩევი. მოუსვენარი ჯეფერსონ მონტერო, შესაძლოა, ღამის კოშმარებში ახლაც ესიზმრება კალუმ ჩემბერსს, რომელიც ეკვადორელმა წინა სეზონში აბუჩად აიგდო. ახლა მან "ჩელსისთანაც" გაიბრწყინა და ეტყობა, რომ პრემიერლიგას ბოლომდე აუღო ალღო, დაღვინდა და კიდევ არაერთ შთამბეჭდავ მატჩს შემოგვთავაზებს.P.S. სიმბოლური ნაკრებები ყოველთვის სიმბოლურია და იქ მოხვედრას ბევრი სხვაც იმსახურებს.
რთულია, მთელი ტურიდან მხოლოდ 11 მოთამაშე გამოარჩიო. ამჯერადაც, მარკ ოლბრაიტონმა, დიმიტრი პაიემ, უკვე ნახსენებმა მატეო დარმიანმა და კიდევ არაერთმა ფეხბურთელმა მშვენივრად ითამაშეს, მაგრამ... ყველა თერთმეტეულში ვერ მოხვდება.
ისიც აღვნიშნოთ, რომ ეს სიმბოლური უიქენდის მატჩების მიხედვითაა შედგენილი, თორემ ორშაბათის შეხვედრას თუ გავითვალისწინებთ, დავიდ სილვა და განსაკუთრებით, იაია ტურე სიმბოლურში აუცილებლად იქნებოდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"