როგორც Daily EXPress-ი წერს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელიც განწყობილი ყოფილა "მანჩესტერში" გადასაბარგებლად. მან თურმე მეგობრებს მოუყვა, რომ სურვილი აქვს, ლუი ვან გაალის გუნდში გადავიდეს და იქ ნახევარდაცვაში ბასტიან შვაინშტაიგერს შეუწყვილდეს.
"იუნაიტედი" აგვისტოში ეცდება გერმანელის ყიდვას. ამასთან, მანჩესტერელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მიულერის ტრანსფერისთვის ბრიტანული რეკორდის დამხობა მოუწევთ - 59.7 მილიონი გირვანქა ანხელ დი მარიაში.
შეგახსენებთ, რომ ივლისში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასევე "ბაიერნიდან" შეიძინა ბასტიან შვაინშტაიგერი. ეს ტრანსფერი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"