"მანჩესტერ სიტიმ" კევინ დე ბრუინთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა "მანჩესტერ სიტისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ The Guardian იუწყება. თუკი გარიგება შედგა, 24 წლის ბელგიელი მანჩესტერში სავარაუდოდ, კვირაში 200 000 ფუნტს მიიღებს.

თუმცა ტრანსფერზე ჯერჯერობით თანხმობა არ უთქვამს "ვოლფსბურგს". "სიტი" ფეხბურთელში 50 მლნ ფუნტს იხდის, თუმცა გერმანელები ბრუინის 57 მლნ ფუნტზე (დაახლოებით 80 მლნ ევრო) ნაკლებად გაშვებას არ აპირებენ.

თუკი "მანჩესტერ სიტი" დე ბრუინში ამ თანხას გადაიხდის, კლუბის მთლიანი დანახარჯი სატრანსფერო ბაზარზე ამ ზაფხულს 159 მლნ ფუნტს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" უკვე გაიფორმა
რაჰიმ სტერლინგი, პატრიკ რობერტსი, ნიკოლას ოტამენდი
და ენეს უნალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული