თითქოს, ამ კუთხით მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, მაგრამ აი, დაიწყო ახალი სეზონი და იგივე პრობლემამ იჩინა თავი. "ტოტენჰემი" ცუდად არ თამაშობს, მაგრამ ვერ იგებს. არადა, არგენტინელმა "დეზებს" ის მაინც ასწავლა, რომ თუ კარგად ითამაშებდნენ, ის შეხვედრები მაინც მოეგოთ, თორემ გრანდებთან ტოლ-სწორად ჭიდილამდე ჯერ კიდევ შორია. მოკლედ, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია.
ლონდონელებს ჯერ
რიად მაჰრეზმა მორიგი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერად დარჩა, ხოლო კლაუდიო რანიერის "მელიები" ისევ ჩემპიონთა ლიგის ზონაში რჩება. შედეგად, უკვე თავიდანვე შემცირდა "დეზების" ოთხეულში მოხვედრის შანსი, თანაც იმ ფონზე, რომ მიმდინარე პრემიერლიგაში ძალიან დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი.
"ძალიან რთული მატჩი იყო. შანსები 50/50-ზე გვქონდა. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ და ქულით უკმაყოფილო ვარ, რადგან მეტს ვიმსახურებდით. "სტოკთან" ორბურთიანი უპირატესობა გავანიავეთ და ახლაც ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა. გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვარ, მაგრამ არა დაბნეული და ჩვეულ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა" - აღნიშნა პოჩეტინომ.
კლაუდიო რანიერი: "მეტოქე ბურთს ფლობდა, მაგრამ ჩვენ ნაკლები შანსი არ შეგვიქმნია. რიად მაჰრეზი კარგი, ძალიან კარგი ფეხბურთელია. ახლა მთავარია, ასეთივე შემართებითა და გუნდურობით გავაგრძელოთ. 7 ქულა უკვე გვაქვს, კიდევ 33 დაგვრჩა მოსაგროვებელი".
სტატისტიკა
* როგორც ხედავთ, რანიერი 40 ქულას უმიზნებს. იტალიელი სპეციალისტი ისევ გაიძახის, ჩვენი მიზანი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ზედმეტად ნუ იოცნებებთო, მიუხედავად იმისა, რომ ლესტერშირელებმა 1-ლი აპრილიდან დღემდე 29 ქულა დააგროვეს, რაც ყველა დანარჩენ გუნდზე უფრო მეტია...
* დელე ალი 2007 წლის სექტემბრის მერე გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი "ტოტენჰემის" მაისურით. "მილტონიდან" შეძენილი ახალგაზრდა თავდამსხმელი 19 წლისა და 132 დღისაა. 8 წლის წინათ გარეთ ბეილმა "არსენალთან" ლონდონურ დერბიში გაიტანა "დეზების" მხრიდან და მაშინ იგი 18 წლის და 60 დღის იყო.
* ახლა რიად მაჰრეზს პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი. აქედან 4 მან მიმდინარე სეზონის პირველ 3 ტურში შეაგდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"