პრემიერლიგა. IV ტური: მოურინიოს "სტემფორდ ბრიჯზე" მე-100 მატჩი ჩააშხამეს [VIDEO]

AutoSharing Option
29 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის IV ტურის 8 შეხვედრა გაიმართა.

ლონდონის "არსენალი" "ნიუკასლს" ესტუმრა და 1:0 მოუგო. უკვე მე-16 წუთზე მსაჯმა მასპინძელთა ფორვარდი ალექსანდ მიტროვიჩი გააძევა. კლუბი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სტუმრებმა გამარჯვების გოლი ფაბრისიო კოლოჩინის წყალობით გაიტანეს, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა ოქსლეიდ-ჩემბერლენის დარტყმის მერე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენ ვენგერი (არსენალი): "დარწმუნებული ვარ, რომ არ უნდა გვეჩქარა და ჩვენს შანსს დავლოდებოდით. "ნიუკასლი" თავიდანვე აგრესიულად თამაშობდა და ამაში არ უნდა ავყოლოდით, ვფიქრობ, ეს ბიჭებმა შეძლეს. არ ვიცი მიტროვიჩმა განგებ იუხეშა თუ არა, მაგრამ
ბურთის ნაცვლად ფეხი მეტოქეს მოარტყა და გაძევებას იმსახურებდა".

"სტოკ სიტი" "ვესტე ბრომვიჩთან" ნახევარ საათში დარჩა 9 კაცის ამარა, გამარჯვების გოლი კი სალომონ რონდონმა გაიტანა - 0:1. ეს 25 წლის ვენესუელელი ფორვარდის პირველი გოლია ახალ კლუბში.

"მანჩესტერ სიტი" ერთადერთი კლუბია, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს, მანუელ პელეგრინის გუნდმა 2:0 აჯობა "უოტფორდს". გოლები რაჰიმ სტერლინგმა და ფერნანდინიომ გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონის "ჩელსი" "კრისტალ პალასს" მასპინძლობდა, 65-ე წუთზე სტუმრები მოულოდნელად გავიდნენ წინ, გოლი ბაკარი საკომ გაიტანა. 79-ე წუთზე "ჩელსიმ" რადამელ ფალკაოს წყალობით გაათანაბრა, რომელმაც "ჩელსიში" სადებიუტო გოლი გაიტანა, მაგრამ ორ წუთში ჯოელ უორდმა კვლავ დააწინაურა "პალასი" - 1:2.

ჟოზე მოურინიომ "ჩელსის" თავკაცის პოსტზე მე-100 საშინაო მატჩი მეორე მარცხით "აღნიშნა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლივერპულმა" "ვესტ ჰემ იუნაიტედს" უმასპინძლა და მოულოდნელად, განადგურდა - 0:3. მანუელ ლანსინიმ უკვე მე-3 წუთზე დააწინაურა სტუმრები, 29-ე წუთზე მარკ ნოუბლმა კიდევ უფრო გაზარდა "ვესტ ჰემის" უპირატესობა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფელიპე კოუტინიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "ლივერპული" რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. 78-ე წუთზე ნოუბლიც გააძევეს და გუნდები 10-10 ფეხბურთელით დარჩნენ. მეორე კომპენსირებულ წუთზე დიაფრა სახომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "პირველი, იოლი გავუშვით და ამით მეტოქეს გამარჯვების მოტივაცია მივეცით. მეორე ტაიმი დიდებულად დავიწყეთ, მაგრამ კოუტინიო გააძევეს. არა მგონია, რომ ის ამას იმსახურებდა, ისევე, როგორც - ნოუბლი. დაცვაში მოსამატებელი გვაქვს. შევეცდებით, მომდევნო მატჩში ყველაფრის გამოსწორებას და გამარჯვებას".

სლავენ ბილიჩი (ვესტ ჰემი): "დიდებულად დავიწყეთ და ზოგადად, კარგად ვითამაშეთ. "ვესტ ჰემი" ორგანიზებულად, გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ფეხბურთელები კარგად გადაადგილდებოდნენ. დიახ, დაცვაზე აქცენტი გავაკეთეთ, მაგრამ არც შეტევა დაგვივიწყია".

"მანჩესტერ იუნაიტედი" თავის მატჩს 30 აგვისტოს ითამაშებს, უელსში "სუონსის" ეწვევა.

ნიუკასლი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 კოლოჩინი (52 ს.კ.)
გაძევება: მიტროვიჩი (16)

ასტონ ვილა-სანდერლენდი 2:2
გოლები: 0:1 მვილა (8), 1:1 სინკლერი (11-პენ), 2:1 სინკლერი (41), 2:2 ლენსი (52)

ბორნმუთი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 უილსონი (24), 1:1 ვარდი (86-პენ)

ჩელსი-კრ. პალასი 1:2
გოლები: 0:1 საკო (65), 1:1 ფალკაო (79), 1:2 უარდი (81)

ლივერპული-ვესტ ჰემი 0:3
გოლები: 0:1 ლანსინი (3), 0:2 ნოუბლი (29), 0:3 სახო (92)
გაძევება: კოუტინიო (52. ლივერპული), ნოუბლი (78. ვესტ ჰემი)

სიტი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (47), 2:0 ფერნანდინიო (56)

სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (45)
გაძევება: აფელაი (25. სტოკი), ადამი (31. სტოკი)

ტოტენჰემი-ევერტონი 0:0

1. სიტი - 12 ქულა, 2. კრ. პალასი - 9, 3. ლესტერი - 8.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული